ღია კარის დღე -“დაბალი სიხშირის ელექტროსტიმულაციის (IVES) გამოყენება ფუნქციური მოძრაობის აღდგენაში”
საზოგადოება - 11:00, 23 Sep, 2019     731

2019 წლის 19 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა რიგით პირველი ღონისძიება, ღია კარის დღე -“დაბალი სიხშირის ელექტროსტიმულაციის (IVES ) გამოყენება ფუნქციური მოძრაობის აღდგენაში” .

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალაქ თბილისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, რომელთა ინტერესის სფეროს ფიზიკური რეაბილიტაცია და ამ დარგში მიმდინარე ინოვაციები წარმოადგენს. ღონისძიება გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა მასხულიამ. იგი დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა ფიზიკური მედიცინის ძირითად ასპექტებზე, მის როლზე მედიცინაში, ფაკულტეტზე მიმდინარე ინოვაციურ პროექტებსა და დაგეგმილ სიახლეებზე.

ღონისძიებაზე სტუმრები გაეცვნენ კუნთოვანი ატროფიის, ტკივილისა და დამბლის მკურნალობისა და რეაბილიტაციის დაბალი სიხშირის ელექტროსტიმულაციის (IVES) მკურნალობის ინოვაციურ მეთოდს, რომელიც აადვილებს რეაბილიტაციის პროცესს იმ დონის კუნთოვანი ძალის აღდგენამდე, როგორიც ესაჭიროება ადამიანს ყოველდღიური ცხოვრების აქტივობების შესასრულებლად.

IVES-ს გააჩნია 6 სხვადასხვა მკურნალობის რეჟიმი, რომელიც ერგება პაციენტთა

განსხვავებულ მოთხოვნებს; მათ შორის, ერთ-ერთი დამატებითი სენსორი,რომელიც გამოიყენება ქვედა კიდურის სამკურნალოდ და სიარულის მანერის დასარეგულირებლად.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრები ასევე გაეცვნენ ფიზიკური თერაპიის ძირითად მეთოდებს: ელექტრო-, მაგნიტო-, მექანო-, ვაკუუმ-, ლაზერო-, ულტრაბგერით თერაპიებს, ფონო- და ელექტროფორეზს და სარეაბილიტაციო სამკურნალო ვარჯიშებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42