2019 წლის იანვარში მსოფლიოს ყურადღება ვენესუელისკენ იყო მოპყრობილი, მას შემდეგ, რაც ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ, ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ არჩეულ პრეზიდენტს დიქტატური და არალეგიტუმური უწოდა და საჯაროდ დადო ფიცი, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა.
გუაიდო დაუყოვლნებლივ აღიარეს ვენესუელის მეთაურად აშშ-მ, ევროკავშირმა, ლათინური ამერიკის ქვეყნებმა და დემოკრატიული მსოფლიოს სხვა წარმომადგენლებმა, მათ შორის საქართველომაც.
მადუროს მოკავშირედ რუსეთი, ჩინეთი, ირანი, თურქეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა დარჩა.გასულ კვირას პარლამენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გუაიდოს, როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება, თუმცა, არც მასობრივმა პროტესტებმა, არც საერთაშორისო აღიარებამ და არც მადუროს წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა ქვეყანაშიო სიტუაცია ვერ შეცვალა. მადურო კვლავ პრეზიდენტია, გუაიდო ოპოზიციის ლიდერი, ხოლო საპროტესტო ტალღა ნელნელა ჩაჩხრა და ქვეყანა ამჟამად "გაყინული ორხელისუფლებიანობის" პირობებში იმყოფება.
რამ გამოიწვია ეს ფაქტი? ექსპერტები რამდენიმე მიზეზს ასახელებენ.1. არმია მადუროს მხატრეს დარჩა. მიუხედავად რამდენიმე შენაერთის ოპოზიციის მხარეზე გადმოსვლისა შეიარაღებული ძალების ძირითადი ნაწილი მადუროს ერთგულია.
2. დასავლეთის სანქციებმა, კოლუმბიასთან დაძაბულმა ურთიერთობამ ერის დიდი ნაწილის შეკავშირება გამოიწვია, რაც მადუროს აწყობს ხელს.3. ოპოზიცია ვერ ასრულებს დანაპირებს, რადგან ვერ მართავს ქვეყანას და ეს ხალხის გულაცრუებას იწვევს.
4. აშშ-ის მხრიდან ყურადღების მოდუნება, რისი მთავარი ფაქტორიც ქვეყანაში საპრეზიდენტო კამპანიის დაწყებაა.ფაქტი ერთია, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა ამჟამად გაყურსულია და ვერავინ აკეთებს პროგნოზს, შესძლებს თუ არა ოპოზიცია ვითარების გამოცოცხლებას, თუ მადურო დროს კიდევ მნოიგებს და ოპოზიციას საბოლოოდ დაასუსტებს...
მასალის გამოყენების პირობები






