თსუ-ში კარლ-ერიკ ნორმანის საჯარო ლექცია: "კულტურული დიპლომატიის რელევანტურობა უნივერსიტეტისთვის" გაიმართა
საზოგადოება - 17:34, 20 Sep, 2019     713

"კულტურული დიპლომატიის რელევანტურობა უნივერსიტეტისთვის" ამ თემაზე წაუკითხა საჯარო ლექცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ევროპის კულტურის პარლამენტის დამფუძნებელმა და გენერალურმა მდივანმა კარლ ერიკ ნორმანმა. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე, პროფესორი ნინო ოკრიბელაშვილი, სტუდენტები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თსუ რექტორის მოადგილის ნინო ოკრიბელაშვილის თქმით, კარლ ერიკ ნორმანის ლექციამ სტუდენტებში დიდი ინტერესი გამოიწვია. „კარლ ერიკ ნორმანმა ძალიან საინტერესოდ მიმოიხილა კულტურული დიპლომატიის ისტორია. სტუდენტებმა მათთვის საინტერესო საკითხები დაინახეს, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ, ასევე ის საკითხები რაც ეხება საქართველოს ბრენდინგს და მის წარმოჩენას მსოფლიო ასპარეზზე. ბატონი ნორმნი თვლის, რომ ეს თემა უნდა აისახოს ჩვენი უნივერსიტეტის ზოგად სასწავლო კურსებში,“ - განაცხადა რექტორის მოადგილემ.

საჯარო ლექციის დასასრულს კარლ ერიკ ნორმანმა სტუდენტებთან დისკუსია გამართა და მათ კითხვებს უპასუხა.

„მოხარული ვარ, რომ ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ უნივერსიტეტში ვიმყოფები და ჩემს გამოცდილებას კულტურულ დიპლომატიაში სტუდენტებს ვუზიარებ მაშინ, როცა მსოფლიოში ამდენი კონფლიქტია. კვლევები კულტურული დიპლომატიის მიმართულებით ახლა დაიწყო და მე მჯერა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დიდ როლს შეასრულებს ამ პროცესში,“ - აღნიშნა კარლ ერიკ ნორმანმა. მისივე თქმით, საქართველოს გააჩნია უზარმაზარი პოტენციალი კულტურულ დიპლომატიასა და ქართული ღირებულებების პოპულარიზაციის საქმეში.

საჯარო ლექცია "კულტურული დიპლომატიის რელევანტურობა უნივერსიტეტისთვის" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42