"ფორსაჟის" გადაღების გამო, ნუცუბიძის ფერდობზე და მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება
საზოგადოება - 10:34, 20 Sep, 2019     769

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია გაცნობებთ, რომ ცნობილი ჰოლივუდური ფილმის ეპიზოდების თბილისში მიმდინარე გადაღებებთან დაკავშირებით, უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, 21 სექტემბერს ნუცუბიძის ფერდობსა და მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

21 სექტემბრის 00:00 საათიდან 22 სექტემბრის 00:00 საათამდე ნუცუბიძის ფერდობზე მოძრაობა აიკრძალება პაატა დათუაშვილის ქუჩასა და ელგუჯა ამაშუკელის ქუჩის მონაკვეთზე (დათუაშვილის ქუჩიდან ამაშუკელის ქუჩის შესახვევამდე). შესაბამისად, ბესარიონ ჟღენტისა და ავთო ვარაზის ქუჩებიდან პაატა დათუაშვილის ქუჩისკენ შეხვევა შეიზღუდება. ასევე, შეუძლებელი იქნება პაატა დათუაშვილისა და ელგუჯა ამაშუკელის ქუჩებთან დაკავშირება ნუცუბიძის ფერდობის მე-3 მიკრორაიონიდანაც, ხოლო ელგუჯა ამაშუკელის ქუჩის შესახვევიდან მოძრაობა დაშვებული იქნება ივანე ბერიტაშვილის, მუხრან მაჭავარიანის და ლეო კვაჭაძის ქუჩების მიმართულებით.

21 სექტემბერს 07:00 საათიდან 10:00 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ გვირაბში, იალბუზის ქუჩიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით. გარდა ამისა, ავტომანქანებით გადაადგილება აიკრძალება ევროპის მოედანზე ჩამსვლელ პანდუსზე.

გადაღებების პერიოდში, კერძო ტრანსპორტი ისნისა და სამგორის რაიონებიდან ბარათაშვილის ხიდისკენ ქეთევან დედოფლის გამზირის გავლით იმოძრავებს.

უსაფრთხოებისა და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, ზემოაღნიშნულ მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები დაარეგულირებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42