19-21 სექტემბერს Check In Georgia-ს ფარგლებში ბათუმში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea 2019 გაიმართა
საზოგადოება - 19:50, 19 Sep, 2019     888
19-21 სექტემბერს Check In Georgia-ს ფარგლებში ბათუმში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea 2019 გაიმართა.

სამი დღის განმავლობაში, ბათუმში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სარეკლამო ინდუსტრიაში მოღვაწე წარმატებული ადამიანები, ტრადიციულად ისევ შავი ზღვის სანაპიროზე მოიყრიან თავს.

წელს ფესტივალი დაარსებიდან 5 წლის იუბილეს აღნიშნავს, რის გამოც, ორგანიზატორები განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობენ და ასევე განსაკუთრებულად ემზადებიან.

Ad Black Sea-მ სტარტი 2015 წელს აიღო, აღნიშნულ ფესტივალს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა არამარტო საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. მისი მასშტაბი ყოველწლიურად იზრდება და წელს დაინტერესებულ პირთა რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

Ad Black Sea ფესტივალის ფარგლებში მარკეტინგით და რეკლამით დაინტერესებულ ადამიანებს, შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ საერთაშორისო დონის სემინარებს, ვორკშოპებს. მიიღონ უახლესი ინფორმაცია რეკლამის ინდუსტრიაში არსებული ტენდენციების შესახებ, გაიფართოვონ პროფესიული წრე, გაიცნონ ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალები.

ფესტივალის 5 წლის იუბილესთან დაკავშირებით ორგანიზატორების ინიციატივით საქართველოში ოცამდე ცნობილი სპიკერი ჩამოვა, ხოლო ჟიური, რომელიც ნამუშევრებს სხვადასხვა კატეგორიაში შეაფასებს, ოცდაათამდე პროფესიონალისგან შედგება. ერთი სიტყვით ბათუმში წელს ნამდვილი ვარსკვლავთცვენა იქნება.

საპატიო სტუმრების სიაში იქნებიან: მაიკლ კონრადი, ბერლინის კრეატიული სკოლის დამფუძნებელი, ბრაზილიელი ლეგენდა მარსელო სერპა, იაპონური სააგენტოს „ჰაკუჰოდოს“ კრეატიული დირექტორი - კენტარო კიმურა, ფეისბუქის კრეატიული მიმართულების ხელმძღვანელი ჩინეთში - კიტი ლუნი, ესპანეთის წამყვანი სააგენტოების ლიდერები ჩაჩო პუებლა და მიგელ სიმოესი, ცნობილი სააგენტოს TBWA/Manchester-ის დირექტორი ლორნა ჰოუთინ ბრიტანეთიდან, ჰერმან ვასკე თავისი გახმაურებული ფილმით კრეატივის შესახებ, რომელსაც წლების მანძილზე იღებდა, ყველაზე პრესტიჟული მაიამის სარეკლამო სკოლის თანადამფუძნებელი ნიკლას-ფრინგს რუპი - ეს იმ სტუმრების არასრული ჩამონათვალია ვისგანაც დელეგატები სემინარებს მოისმენენ.

ქართული სარეკლამო ინდუსტრიის განსავითარებლად, უცხოური გამოცდილების მიღება საკმაოდ მნიშვნელოვანია, პარალელურ რეჟიმში ახალგაზრდები შეძლებენ კომუნიკაციის მათთვის საინტერესო ადამიანებთან დამყარებას. სტუდენტებისთვის ტრადიციულად შეღავათიანი პირობები მოქმედებს.

ფესტივალის საგანმანათლებლო ნაწილის პარალელურად, Ad black sea-სთვის კონკურსი განუყოფელი ნაწილია. ოთხ ჯგუფად გაყოფილი და ოცდაათზე მეტი წევრისგან შემდგარი საერთაშორისო ჟიური, ნამუშევრებს 11 კატეგორიაში შეაფასებს. ● Film, ● Film & Craft, ● Print & Publishing, ● Out of Home, ● Radio, ● Design & Branding, ● Digital & Mobile, ● Advertising Campaigns, ● Media, Branding Content & Visual Storytelling. წელს მნიშვნელოვანი სიახლეა, მე-11-ე კატეგორია: Creative Effectiveness, რომელიც კამპანიების შედეგებს და მათ ეფექტურობას ზომავს. აღნიშნული კატეგორია ფესტივალს ბრიტანული კომპანია WARC-ის რეკომენდაციით დაემატა.

საერთაშორისო ჟიური საუკეთესო ნამუშევრებს სხვადასხვა კატეგორიაში გამოავლენს. გამარჯვებულები ოქროს, ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდებიან. ასევე სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდებიან საუკეთესო სააგენტოს ტიტულის ნომინანტებიც.

კონკურსში ერთმანეთს ეჯიბრებიან როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო სააგენტოები მსოფლიოს 17 ქვეყნიდან.

აღსანიშნავია, რომ Ad Black Sea 2019 ჯილდოზე წელს ფესტივალის დამფუძნებლების გადაწყვეტილებით, ერთიანი საქართველოს რუკის კონტური იქნება დატანილი, რომელზეც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაა გამოსახული.

წელს ფესტივალში მონაწილეობას მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის სარეკლამო სააგენტო მიიღებს. Ad Black Sea 2019-ის მიზანი საქართველოში სარეკლამო ინდუსტრიის განვითარება, სარეკლამო პროდუქტების ხარისხის გაზრდა და ამასთან, მსოფლიო რუკაზე საქართველოს, როგორც კრეატიული ინდუსტრიის ამომავალ და საკმაოდ დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანად პოზიციონირებაა.

3 დღიანი სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea 2019 გალა დაჯილდოებით დაიხურება და აღნიშნული სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს მომავალ წლამდე დაემშვიდობება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42