თსუ-ს მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა
საზოგადოება - 18:51, 19 Sep, 2019     735

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. სკოლის მოსწავლეებმა იმიტირებულ არქეოლოგიურ გათხრებში მიიღეს მონაწილეობა, თსუ ზოოლოგიისა და მინერალოგიის მუზეუმის საინტერესო ექსპონატები დაათვალიერეს. თსუ სტუდენტებმა და პროფესორებმა მოსწავლეებისთვის ქიმიაში, ბიოლოგიასა და ფიზიკაში სახალისო ცდები ჩაატარეს, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულების სტუდენტებმა და პროფესორებმა ინოვაციური პროექტები წარმოადგინეს.

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის მიერ გამართულ ღია კარის დღეში სტუდენტებთან და პროფესორებთან ერთად თსუ რექტორის მოადგილემ ნინო ოკრიბელაშვილმა მიიღო მონაწილეობა. მისი თქმით, სახალისო მეცნიერება მომავალი თაობის კვლევებში ჩართვასა და ახალი აღმოჩენების გაკეთებას შეუწყობს ხელს. „ჩვენი მიზანია მომავალმა თაობამ მეტი ინტერესი გამოიჩინოს კვლევების მიმართ, რაც შემდგომში საკუთარი თავის, პროფესიის პოვნაში დაეხმარებათ. დღევანდელი საინტერესო ღონისძიება კი გარკვეულ სტიმულს მისცემს ახალგაზრდობას თავისი ბედი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუკავშირონ, იარონ ჩვენთან ერთად მრავალი წარმატებისაკენ და რაც მთავარია, ჰქონდეთ ძალიან საინტერესო სტუდენტური ცხოვრება,“ - განაცხადა თსუ რექტორის მოადგილემ.

161-ე საჯარო სკოლის მოსწავლის ელენე ცინცაძის ყურადღება ყველაზე მეტად ქიმიის კუთხემ მიიქცია. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოვედი, რომ მენახა გამოფენები. ყველაზე მეტად ქიმიის კუთხე მომეწონა, სადაც ექსპერიმენტებს ატარებენ. ძალიან საინტერესო იყო, რადგან მე მიყვარს ექსპერიმენტების ჩატარება და სახლშიც ხშირად ვატარებ ხოლმე,“ - აღნიშნა ელენემ.

ღონისძიების დასასრულს თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა თორნიკე ქადეიშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „მათემატიკა ყველგან“. თსუ პროფესორმა გიორგი დვალაშვილი კი მოსწავლეებს ტურიზმის განვითარებაში ბუნების ძეგლების როლზე ესაუბრა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42