2019 წლის 20 სექტემბერი გამოცხადებულია გინეკოლოგიური კიბოს საერთაშორისო დღედ, რაც მიზნად ისახავს ქალთა ცნობიერების ამაღლებას რისკ ფაქტორების შესახებ, ხელს უწყობს დაავადების ნიშნების ამოცნობასა და შესაბამისი ზომების მიღებას საერთაშორისო კამპანიასთან - ,,GO... ცნობადობისთვის, მოქმედებისთვის, იმედისა და სიცოცხლისთვის’’ ერთად, რომელიც ტარდება ერთდროულად 20-ზე მეტ ქვეყანაში.

გინეკოლოგიური კიბოთი ყოველწლიურად ავადდება დაახლოებით 98 ათას ქალს შეერთებულ შტატებში, ხოლო ევროპაში 58 ათასი ქალი დიაგნოსტირდება საშვილოსნოს ყელის კიბოთი. მდედრობითი სქესის მოსახლეობის ინფორმირების ზოგადი დონე გინეკოლოგიური კიბოს შესახებ ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად დაბალია! ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით, საადვოკაციო ჯგუფებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შეგვეძლება ცნობიერების ამაღლებასა და გინეკოლოგიური კიბოს პროფილაქტიკის და ადრეული გამოვლენის გაუმჯობესება.

2018 წელს, 1.3 მილიონზე მეტ ქალს მსოფლიოში დაუდგინდა გინეკოლოგიური კიბო: საშვილოსნოს ყელის კიბო 44%-ში, საკვერცხეების კიბოს ახალი შემთხვევების 23%-ში, ენდომეტრიუმის კიბოს 29% და სხვა ლოკალიზაციის 5%-ში. 2018 წელს, მსოფლიოში გინეკოლოგიური კიბოთი 468,000 ქალი გარდაიცვალა.
2019 წლის 20 სექტემბერს 80-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება გინეკოლოგიური კიბოს მსოფლიო დღე. ამ დღეს უერთდება საქართველოც. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: დაავადებათა პრევენციის ფონდი, ალიანსი კიბოს წინააღმდეგ, ევროპის ონკოგინეკოლოგთა საზოგადოება.

დაგეგმილია საქველმოქმედო ხასიათის სხვადასხვა აქტივობები: დილის 11 სთ–ზე იგეგმება თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში პაციენტების მონახულება და სიმბოლური საჩუქრების გადაცემა. 14:00 საათზე ლისის ტბაზე მოეწყობა გლობალური მარათონი მსვლელობა ქალთა კიბოს წინააღმდეგ. გამარჯვებულებს გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოში არსებული სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, საელჩოების წარმომადგენლები. ღონისძიების ორგანიზატორები: დინა ქურდიანი მობ: 599 57 57 10 ევროპის ონკოგინეკოლოგთა საბჭოს წევრი ალიანსი კიბოს წინააღმდეგ ვიცე პრეზიდენტი ნინო გაჩეჩილაძე მობ: 577 65 44 43 დაავადებათა პრევენციის ფონდი დამფუძნებელი
მასალის გამოყენების პირობები






