19 სექტემბერს, 15.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში საბავშვო უნივერსიტეტის ღია კარის დღე გაიმართება. ღია კარის დღეზე თსუ სტუდენტები და პროფესორები სკოლის მოსწავლეებისთვის ჩაატარებენ სახალისო ექსპერიმენტებს ქიმიაში, ბიოლოგიაში ფიზიკაში; წარმოდგენილი იქნება საინტერესო ექსპონატები თსუ ზოოლოგიისა და მინერალოგიის მუზეუმებიდან. თსუ-ში მოსულ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ იმიტირებულ არქეოლოგიურ გათხრებში.
თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მატემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი თორნიკე ქადეიშვილი წაიკითხავს პოპულარულ ლექციას მათემატიკაში „მათემატიკა ყველგან“; თსუ პროფესორი გიორგი დვალაშვილი კი მოსწავლეებს ესაუბრება ბუნების ძეგლების როლზე ტურიზმის განვითარებაში.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსის შიდა ეზო
მასალის გამოყენების პირობები






