"უბრალოდ იატაკზე დაეცა და ადგომა ვეღარ შეძლო... ფეხები წაერთვა" - მარტოხელა დედა-შვილის ტრაგედია, რომელთაც დახმარება სჭირდებათ
საზოგადოება - 15:36, 17 Sep, 2019     1072

2003 წელს ის უბრალოდ იატაკზე დაეცა და დამოუკიდებლად ადგომა ვეღარ შეძლო. ქალს ფეხები წაერთვა. გარდა ამისა, დროთა განმავლობაში ნინო თარგამაძეს სხეულის მარჯვენა მხარე გაუკავდა. წარმოიდგინეთ, მას არ შეუძლია დამოუკიდებლად ჭამოს, დაიბანოს და ჩაიცვას... ამის მიზეზი კი დიაბეტი და გულის პრობლემებია.

„ყველა უბედურება ჩემი ქმრის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო, მე ის დავკარგე, დავკარგე საყრდენი და იმედი... მან თან გაიყოლა ჩემი გულის, ჩემი ცხოვრების ნახევარი. მაგრამ ჩვენ ქალიშვილი დაგვრჩა და მისი მარტო მიტოვების უფლება არ მქონდა. თავიდან მე მას ვუვლიდი, ახლა კი, უკვე 16 წელია, რაც ის მივლის და ზრუნავს ჩემზე. საბრალომ, პედაგოგიური ინსტიტუტი დაასრულა, მაგრამ ჩვენს პრობლემებში ჩაეფლო და პროფესიით მუშაობა ვერ შეძლო“, - იხსენებს უბედური ქალი. ნინო თარგამაძე თავის ცხოვრებას ჯოჯოხეთს უწოდებს. ამბობს, რომ დის დაკრძალვაზეც კი ვერ წავიდა.

თქვენ, ხანგრძლივი ცხოვრება განვლეთ, ყველაზე მეტად ახლა რა გინდათ?

ნინო თარგამაძე: არ შემიძლია ჩემს ცხოვრებას დაუვიწყარი ვუწოდო, მაგრამ როდესაც სრულფასოვანი ოჯახი მქონდა, მაშინ ბედნიერი ვიყავი. ახლა ვწევარ ამ საწოლში, რომლის ატანა აღარ მაქვს! ჩემ სოფელში წასვლა მინდა, ეზოში დაჯდომა, ჩიტების ჭიკჭიკის მოსმენა, ერთი თვალით მაინც შემახედა რა ხდება ჩემს ეზოში. ჩემი და გარდაიცვალა, მე კი გასვენებაში ვერც წავედი... განა ეს ცხოვრებაა? ეს ჯოჯოხეთია!

როგორია თქვენი მდგომარეობა დღეს? რა არის თქვენი მთავარი პრობლემა?

ნინო თარგამაძე: შვილო, ისე ვნერვიულობ ნათიაზე... დამოუკიდებლად ჭამაც კი არ შემიძლია, მარჯვენა მხარე სულ გამიშეშდა. ჩემი შვილი მაჭმევს, მბანს, მაცმევს და სამსახურში მიდის. კურიერად მუშაობს და ძალიან ცოტას უხდიან. მე ძალიან ავად ვარ, მაგრამ ჩემი დრო მიილია და მინდა, რომ ჩემი გოგონა კარგად ცხოვრობდეს, ჩემზე ზრუნვით კი ის ძალიან გაწვალდება.

ნინო თარგამაძე და მისი შვილის ძლივს ირჩენენ თავს. მათ დაავიწყდათ ხორცის გემო. მორიდებულად აცხადებენ, რომ ელემენტარული ჰიგიენური საშუალებების ყიდვაც კი არ შეუძლიათ.

რა შემოსავალი გაქვთ, გყოფნით ყველაფრის საყიდლად?

ნინო თარგამაძე: ჩემი პენსია 200 ლარია, ჩემ გოგოს კი ხელფასი ამაზე ნაკლები აქვს. წამლების ზღვა მჭირდება! არ ვიცი როგორ გადავანაწილო ეს თანხები კომუნალურებზე, საჭმელზე, წამლებზე. ძალიან მრცხვენია, მაგრამ პამპერსები მჭირდება... არ დაწეროთ ამაზე...

სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახის სტატუსი ხომ გაქვთ, დახმარებას არ იღებთ? სახელმწიფო არ გეხმარებათ?

ნინო თარგამაძე: სტატუსი გვაქვს, და მერე რა?! ვიღებდით დახმარებას, მაგრამ წინა წელს სოციალური აგენტი მოვიდა და სარეიტინგო ქულები, 1 000-დან 150 000 ქულამდე მოგვიმატეს და 120 ლარიანი დახმარება მოგვიხსნეს. გვითხრეს, რომ ჩემი პენსია და ჩემი გოგოს მცირედი შემოსავალი გვეყოფოდა. განა ეს სახელმწიფოა, თვითონ ჭამენ, სვამენ, ჯიბეში იდებენ ფულებს, ჩვენ გაჭირვებულებს კი ლუკმაპურის ფულს გვართმევენ და ბედის ანაბარა გვტოვებენ. შეხედეთ რა პირობებში ვცხოვრობთ, ყველაფერი ძველი გვაქვს: რემონტი ძველია, ტექნიკაც ძველია... რატომ ჩათვალეს, რომ მოემატებინათ ქულები, არ ვიცი. ყოველწლიურად ძვირდება ცხოვრება და უპოვრებს კი დახმარებასაც კი არ უხსნიან.

ვინმე თუ დაგხმარებიათ კერძო პირებიდან?

ნინო თარგამაძე: ერთადერთი ვინც გვეხმარება ჩერნოვეცკის ფონდია. თქვენი თანამშრომლები მოდიან და პამპერსები მოაქვთ ჩემთვის. ვერ გადმოგცემთ იმ მადლიერებას, რომელსაც თქვენ მიმართ მაქვს. რამდენიმე წლის წინ ერთმა კეთილმა ადამიანმა ეტლი მაჩუქა, რომლითაც სახლში ვსარგებლობ. მეტი არავინ არ დამხმარებია, სახელმწიფოს განკარგულებით კი იმით უნდა დავკმაყოფილდეთ რაც გვაქვს. თუმცა ჩემი პენსია მხოლოდ კომუნალურების გადასახდელად გვყოფნის. პურის ფულიც კი არ გვრჩება, ხორცის გემო კი აღარ გვახსოვს...

მეგობრებო, ადრე თუ გვიან ყველა გავიგებთ, რა არის სიბერე! მოდით, გამოვიჩინოთ გულისხმიერება და გავითავისოთ სხვისი ტანჯვა. საბრალო პენსიონერი ხომ დახმარებას გვთხოვს. მას ბევრი რამ სჭირდება, ყველაზე მეტად კი წამლები და ჰიგიენური საშუალებები.

ჩვენი ფონდის ანგარიშია GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნინო თარგამაძე). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩერნოვეცკის ფონდის საიტიდანაც: chernovetskyifund.ge.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42