პროფესორ ნოდარ გრიგოლიას სახელობის პროგრამის ფარგლებში თსსუ-ის სტუდენტები გერმანიაში იმყოფებოდნენ
საზოგადოება - 12:48, 17 Sep, 2019     1598

2019 წლის ზაფხულის განმავლობაში მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები იმყოფებოდნენ სტაჟირებაზე გერმანიაში ლანდსჰუტის კლინიკასა და ვაილჰაიმის კლინიკაში.

სტუდენტთა ჯგუფი, რომელიც სტაჟირებას ლანდსჰუტის კლინიკაში გადიოდა განაწილებულნი იყვნენ: ზოგადი და სისხლძარღვთა ქირურგიის, თერაპიის, ტრავმატოლოგიის დეპარტამენტებსა და გადაუდებელი დახმარების სამსახურში. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ ყოველკვირეულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესში, რადიოლოგიის კონფერენციებსა და ყოველდღიურ კონსილიუმებში, ასევე, ასისტირებას უწევდნენ ქირურგებს ქირურგიული ოპერაციისას.

თსსუ-ის სტუდენტების პრაქტიკას ლანდსჰუტის კლინიკაში კურირებდნენ: პროფესორი ლორიან ლოე (Prof.Dr. Lohe), პროფესორი გეორგიოს მაიმარაკისი (Prof. Dr. Meimarakis) და მთავარი ექიმი, დოქტორ ვოლფგანგ შნეიდერი ( Dr. Schneider). სტუდენტები აქტიურად ურთიერთობდნენ ამავე კლინიკაში დასაქმებულ სხვა საერთაშორისო სტუდენტებთან, ერთმანეთს უზიარებდნენ ცოდნასა და გამოცდილებას.

გერმანიაში, ქალაქ ვაილჰაიმში იმყოფებოდა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი, რომელიც მიუნხენის უნივესიტეტის აკადემიურ სასწავლო კლინიკაში - ვაილფაიმის კლინიკაში ორი თვის განმავლობაში სტაჟირებას გადიოდა ყველა ქირურგიულ დეპარტამენტში. სხვადასხვა ოპერაციაზე ასისტირებდა ქირურგებს და მონაწილეობდა ყოველდღიურ შემოვლებში. ესწრებოდა ყოველთვიურ სწავლებებს (Vortbilduug Teaching). ის განსაკუთრებულად აღნიშნავს პროფესორ რეინოლდ ლანგის დამსახურებას (Prof. Dr.Dr. Reinhold Lang); ასევე, კლინიკაში მომუშავე ექიმების ( Marcel Ziegler, Michael Schierlinger, Dr. Peter Baumann, Dr. Bernhard Kann) გულისხმიერებასა და თავდადებას ქართველ სტუდენტთან მუშაობის პროცესში.

თსსუ-ის სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ სტაჟირებამ მათ დაუვიწყარი და მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება შესძინა სამედიცინო სფეროში. „ასეთი შესაძლებლობისათვის დიდ მადლობას ვუხდით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორს, ბატონ გიორგი გრიგოლიას, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს ზემოთხსენებულ პროგრამას და საშუალებას აძლევს თითოეულ სტუდენტს მიიღოს საკმაოდ დიდი გამოცდილება“, _ ამბობენ ისინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42