ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 47 პროცენტი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა წამლების საფასურია.
უფრო კონკრეტულად, გამოკითხულთა 24 %-ის თქმით, ჯანდაცვის სისტემაში ყველაზე დიდი პრობლემა ექიმებისა და პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობაა, ხოლო 14 %-ს მიაჩნია, რომ სამედიცინო მომსახურებისა და ექიმთან ვიზიტების საფასური პრობლემურია.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.
„ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

მასალის გამოყენების პირობები






