„გაზპრომს“, ევროკავშირის მხრიდან, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის გამო მთელ რიგ ბრალდებებზე პასუხისგება მოუწევს. ამავე დროს, „გაზპრომს“, ფიქალის გაზის საერთაშორისო ბაზრის გაფართოებისა და ქვეყნის შიგნით კონკურენციის ზრდის გამო, ევროპაში მოთხოვნის შემცირების პრობლემაც აქვს.
„გაზპრომთან“ კონტრაქტებს უკრაინელებიც კი ერიდებიან, ირწმუნება ლონდონის საქალაქო უნივერსიტეტის პროფესორი ალან რაილი The New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
კონკურენციის საკითხებში ევროპის კომისარმა ხოაკინ ალმუნიამ გასულ თვეში განაცხადა, რომ კომისია ამზადებს ბრალდებებს „გაზპრომის“ წინააღმდეგ ევროკავშირის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის გამო. კომისარის ვარაუდით -„თუ „გაზპრომი“ არ შეარბილებს ზეწოლას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე, ბრალდება ამ წლის ბოლომდე წაეყენება, რაც დიდი ჯარიმების ალბათობას ზრდის“.
სიტუაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება 2008 წლისგან, როდესაც „გაზპრომი“ საბაზრო კაპიტალით Exxon Mobil, PetroChina и General Electric შემდეგ, მსოფლიოს ოთხეულში შედიოდა (299 მილიარდი დოლარი), წერს იურისტი. კომპანიის ახლანდელი საბაზრო კაპიტალი 100 მილიარდზე ოდნავ მეტს შეადგენს.
კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ „გაზპრომს“ ბაზარზე სამი მნიშვნელოვანი ცვლილება გამორჩა - ამერიკული „ფიქალის რევოლუცია“, მზარდი ჩინური ბაზარი და მსოფლიოში გათხევადებული ბუნებრივი აირის გაყიდვების მატება.
„თუ ბრიუსელი გადაწყვეტს, რომ გაზის ფასის ნავთობის ფასზე გადაბმა არაკანონიერია, „გაზპრომის“ ხარჯები შესაძლოა უზარმაზარი აღმოჩნდეს“, - ამბობს ავტორი. Citibank- ის შეფასებით კომპანიის შემოსავალი შესაძლოა 14 მილიარდი დოლარით შემცირდეს.მასალის გამოყენების პირობები






