რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი ოჯახთან ერთად რუსეთიდან გაემგზავრა. გამგზავრების მიზეზები თავად ნავალნიმ დაასახელა Instagram-ში.
"ჩვენმა შვილმა ჩაალაგა ჩემოდანი და სასწავლებლად წავიდა. მე ვაცილებ. ფოტოზე კლასიკური ოჯახური გამომეტყველებებია: მშობლის - როგორ იქნება ის იქ მარტო, ჩვენს გარეშე?! და შვილის - ვაშაა, როგორც იქნა თავს დამანებებენ!" - წერს ის.
რუსეთში, ინტერნეტმომხმარებლებს შორი ამ ფაქტს სხვადასხვანაირი გამოხმაურება მოჰყვა. რამდენიმე კომენტარში აღნიშნულია, რომ ნავალნიმ რუსეთი სამუდამოდ დატოვა.ზოგიერთები წერენ, რომ რუსეთის დატოვება იმ დროს, როდესაც ნავალნის "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში" ფულის გათეთრების ბრალდებით მასშტაბური ჩხრეკებია, თანამებრძოლების გასაჭირში მიტოვებაა. არის ჩვეულებრივი ობივატელური კომენტარებიც, რომლებიც სვამენ კითხვას, თუ საიდან აქვს ნავალნის იმდენი ფული, რომ შვილს საზღვარგარეთ ასწავლოს, ზოგიც მიიჩნევს, რომ განათლების მიღებისთვის არ არის აუცილებელი შვილის საზღვარგარეთ გაშვება და აშ.
თვითმფრინავი, რომელშიც ნავალნები ჩასხდნენ, ჰელსინკის მიმართულებით გაფრინდა.სად გაემგზავრება ის ფინეთიდან, ჯერჯერობით უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები






