"მარტო ჩამოვედი, ოჯახის, მეგობრების და ახლობლების გარეშე, აქ არავინ არ მყავდა" - 27 წლის ქეთა ოთარაშვილი ამერიკის ჯარში ერთ-ერთი პირველი ქართველი ქალია
საზოგადოება - 22:10, 14 Sep, 2019     2075

ეს ქეთა ოთარაშვილია, შეერთებული შტატების არმიის ახალწვეული და თუ არ ვცდებით, პირველი ქართველი ქალი, რომელიც ორიოდ დღეში ამერიკულ არმიაში იმსახურებს. ჩვენთვის ცნობილია, რომ შეერთებული შტატების ჯარში რამდენიმე ქართველი მამაკაცი მსახურობს, მაგრამ ქალის შესახებ პირველად შევიტყვეთ.

ქეთას კარანტინში გამგზავრების წინ ვესაუბრეთ. სამშაბათიდან მას სავალდებულო იზოლაციის პუნქტში, ორ თვეზე მეტი ხნის მანძილზე, თან არც ტელეფონი და არც სხვა რაიმე საკომუნიკაციო საშუალება ექნება, არაფერი - ტანზე რაც აცვია იმ ტანსაცმლის გარდა.

ის 27 წლისაა და ამერიკაში საცხოვრებლად ზუსტად 2 წლის წინ ჩამოვიდა. თავიდან აქ დამკვიდრებას არც ფიქრობდა. „უბრალოდ გადავწყვიტე ერთ დღეს, რომ წამოვსულიყავი. მარტო ჩამოვედი, ოჯახის, მეგობრების და ახლობლების გარეშე, არავინ არ მყავდა ამერიკაში“ - ამბობს ქეთა. თუმცა, მალე მიხვდა, რომ ეს დიდი შესაძლებლობების ქვეყანაა, დარჩენა და ამ შანსის გამოყენება გადაწყვიტა.

დამოუკიდებლად მიიღო ამერიკის არმიაში სამსახურის გადაწყვეტილებაც. ეს იდეა ადრე მოუვიდა, მაგრამ არავისთვის არ გაუმხელია და თავიდან ვერც რისკავდა. ჯარში ყოფნა სულ სამნახევარი წელი გიწევს, მაგრამ ეს შეერთებულ შტატებში ძალიან ბევრ შესაძლებლობას გაძლევს, ბევრ გზას გიხსნის, სწავლა და პროფესიული ზრდა უფასოა, კარიერაშიც ძალიან გეწყობა ხელი, ამიტომაც ბევრი აღარ მიფიქრიაო.

მშობლებს ჯერ არაფერი უთხრა, ვიდრე მოსამზადებელ ეტაპებს არ გაივლიდა და ზუსტად არ ეცოდინებოდა, რომ ხელშეკრულებას გაუფორმებდნენ. ამბობს, რომ როცა სახლში დარეკა და ოჯახს გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინა, თავიდან ვერ მიხვდნენ, შემდეგ აღელდნენ, განსაკუთრებით მამას უნერვიულია, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, შეეგუენ.

არმიაში სამსახურისთვის ინგლისურ ენაზე გამოცდის ჩაბარება მოუწია. ენა კარგად არ იცოდა და ჯერ ინგლისურში მეცადინეობით დაიწყო. გამოცდა არც ისე ადვილი ჩასაბარებელი გამოდგა, ინტენსიური მომზადება სხვა საგნებშიც მოუწია.

ქეთას თქმით, „10 სხვადასხვა საგანი ბარდება, მაგრამ ერთიანი ტესტია. აქ შედის მექანიკა, ინგლისური ენა, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია და ასე შემდეგ. გამსვლელია 31 ქულა, მაგრამ შენს ინტერესშია, რომ მაღალი ქულა მიიღო, რადგან ამაზეა შემდეგ დამოკიდებული, თუ რა სამსახურში მოხვდები შემდეგი 3 წლის მანძილზე“.

მოუწია სამედიცინო შემოწმების გავლა და ბოლოს - ფიზიკური მომზადების ჩაბარებაც, სადაც მოწმდება ფიზიკური ძალა, შესაძლებლობები, გამძლეობა და კარდიო-რესპირატორული სისტემის ფუნქციონირება. ქეთა ყვება, რომ ფიზიკურად ყოველთვის კარგ ფორმაში იყო, სპორტს ბავშვობიდან მისდევდა. თუმცა, ქალისთვის შედარებით არატრადიციული სახეობებით იყო დაკავებული - კარატე და კრივი მოსწონდა.

მისაღები გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, ქეთას მისცეს სპეციალისტის რანგი E-4 (სულ 9 რანგია). ამაში საქართველოდან ჩამოტანილი დიპლომიც დაეხმარა, მაგისტრის ხარისხი აქვს, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალიზაციით.

სამუშაო ხელშეკრულება ივნისში დადო, მაგრამ კარანტინში განაწილებას შემდეგ რამდენიმე თვე ელოდა. ქეთას თქმით, შეერთებული შტატების არმიაში 150-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა ტიპის სამსახურია. პირველი კონტრაქტით, ის თავიდან ქვედანაყოფის მომარაგების სპეციალისტი იქნება.

სამხედრო ბაზაზე კარანტინს გადის აბსოლუტურად ყველა ჯარისკაცი, რანგის და პოზიციის მიუხედავად. პირველი 9 კვირა თითოეული მათგანი ზუსტად ერთნაირ წვრთნას გაივლის. როგორც ქეთა ამბობს, „ეს ურთულესი პერიოდია, ფიზიკურადაც და განსაკუთრებით ფსიქოლოგიურად მოითხოვს უდიდეს გამძლეობას“.

- კონტრაქტის გაწყვეტის შანსი გექნება, თუ შემთხვევით გადაიფიქრე?

- „დიახ, კარანტინის პერიოდში, თუ ფსიქოლოგიურად ვერ გავუძელი, ეს დაშვებულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მე ეს პრობლემა არ მექნება“ - ამბობს ქეთა და იქვე ამატებს, რომ ქართველებს განსხვავებული მენტალობა და მებრძოლი სული აქვთ, ასე რომ კარანტინში ჯერ არავის დაუნებებია თავი. რაც შეეხება ამერიკელებს, ინტენსიურ წვრთნებს დაახლოებით 20 პროცენტამდე ახალწვეული ვერ უძლებს.

კარანტინის შემდეგ, განაწილებით უნდა გადავიდეს ახალ სამსახურში. იქ 10 კვირის შემდეგ მოხდება ფიცის საზეიმოდ დადება და ამის შემდეგ გადავა კიდევ ახალ ლოკაციაზე, სადაც შემდეგი 3 წელი იმსახურებს. მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეიძლება მოხვდეს, ცხელი წერტილების ჩათვლით. „ამისთვის მზად ვარ, რადგან ამასობაში ამერიკა უკვე ჩემი მეორე სამშობლო გახდა“- ამბობს ქეთა.

სულ არმიაში სამსახური 3 წელს და 20 კვირას მოიცავს. ქეთა ამ პერიოდში სწავლის გაგრძელებასაც გეგმავს, ჯერჯერობით ფსიქოლოგია აინტერესებს. „ამის შემდეგ არ ვიცი, როგორ მოვიქცევი, ვიპოვი თუ არა ჩემს თავს, შეიძლება კიდევ გავაგრძელო კონტრაქტი, არ ვიცი ჯერ“.

გამოცდის შემდეგ, თურმე, რამდენიმე ქართველი ჯარისკაცი დაუკავშირდა, ვინც ამერიკის არმიაში მსახურობს. მას შემდეგ გამუდმებით ეკონტაქტებიან, განსაკუთრებით გიორგი ჩილინგარაშვილი, რომელიც უკვე ოფიცერია და ალექსანდრე ყვარელაშვილი.

„ძალიან გვერდში მიდგანან ეს ბიჭები, ყველანაირად გვერდში მიდგანან, რაც კი რამ შეუძლიათ. ოთხს ვიცნობ უკვე. დიდი სტიმული მომცეს. ძალიან მაგარ რამეს აკეთებ და უკან არ დაიხიო ერთი წამითო. სულ მამხნევებენ, მეუბნებიან, რომ პირველი ქართველი გოგო ვარ, ვინც ამერიკულ არმიაში ვიმსახურებ. და ეს ძალიან, ძალიან დიდ ძალას მაძლევს“.


წყარო: ამერიკის ხმა






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42