სუროგაციით დაბადებული ბავშვების მშობლები დაბადების მოწმობებს გაცემას ითხოვენ - იუსტიციის სახლში 16 სექტემბერს აქცია იგეგმება
საზოგადოება - 15:02, 14 Sep, 2019     1297
სუროგაციის ცენტრ New Life-ის ხელმძღვანელი მარიამ კუკუნაშვილი სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვებისთვის დაბადების მოწმობის გაცემის მოთხოვნით იუსტიციის სახლში აქციას ორშაბათს, 16 სექტემბერს განაახლებს.


საქმე ეხება 20-მდე უცხოელ წყვილს აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან, შვედეთიდან, რომლებიც უკვე მეორე თვეა შვილებისთვის დაბადების მოწმობებს ითხოვენ და შვილების ქვეყნიდან წაყვანას ვერ ახერხებენ.

კუკუნაშვილის ინფორმაციით, ინ ვიტრო განაყოფიერებითა და სუროგაციით გაჩენილ ბავშვებზე დაბადების მოწმობის გაცემა ყოველთვის ერთი დღის ვადაში ხდებოდა, თუმცა პრობლემები შეიქმნა მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისიდან, რაც ინ ვიტრო განაყოფიერების ახლებურ ინტერპრეტაციას მოჰყვა. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრომ ჩათვალა, რომ ინ ვიტრო განაყოფიერება არის მხოლოდ ემბრიონის შექმნა და არა გადატანა, რამაც გაყინული ემბრიონებით გაჩენილი ბავშვების რეგისტრაცია შეუძლებელი გახადა.

კუკუნაშვილის განცხადებით ინ ვიტრო განაყოფიერებითა და სუროგაციით გაჩენილ ბავშვებზე დაბადების მოწმობის გაცემა ყოველთვის ერთი დღის ვადაში ხდებოდა, თუმცა პრობლემები შეიქმნა მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისიდან, რაც ინ ვიტრო განაყოფიერების ახლებურ ინტერპრეტაციას მოჰყვა. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრომ ჩათვალა, რომ ინ ვიტრო განაყოფიერება არის მხოლოდ ემბრიონის შექმნა და არა გადატანა, რამაც გაყინული ემბრიონებით გაჩენილი ბავშვების რეგისტრაცია შეუძლებელი გახადა.

"აი როგორ ექცევა იუსტიციის მინისტრი როგორც მოქალაქეებს ასევე საკუთარ თანამშრომლებს.იუსტიციის სახლი დაიკეტა, ჩვენ აქაურობა არ დავტოვეთ.დატყვევებული ვართ ახალშობილი ბავშვებით, დატყვევებულია იუსტიციის სახლის თანამშრომლებიც! მობრძანდით ტელევიზიებო, მოვალთ ფანჯრებთან პატარებთან ერთად და მინის მიღმა გადაიღეთ რაც ხდება. არც წყალი გვაქვს, არც საჭმელი მაგრამ ჩვენ აქაურობას არ დავტოვებთ სანამ უკლებლივ ყველა დაბადების მოწმობა არ იქნევა. მოვუწოდებთ იუსტიციის მინისტრს პატივი სცეს კანონს და მისავე გამოცემულ ბრძანებებს..ერთი პაციენტი ცუდად გახდა გამაყუჩებლები თავად იუსტიციის თანამშრომლებმა მოგვცეს, აქ მოვკვდებით მაგრამ იმას რასაც კანონიერად ვიმსახურებთ მაინც მივიღებთ...და თუ ერთი ქალის ახირებას ასე უნდა, რომ ეს ყველაფერი ბევრად სერიოზულ პრობლემებში გადაიზარდოს მე მზარ ვარ და მზადააა ყველა აქ მყოფი...გული მარტო ამ მშობლების და ამ ბავშვების გამო კი არ მტკივა, ჩვენთან ერთად ტირიან ოპერატორი გოგოები და გული უწუხთ მათი უფროსის უგულობით და დაუნდობლობით.

ტურიზმზე აწყობენ ყველაფერს და სამედიცინო ტურიზმზე და ასე სჭრის წულუკიანი თავს ქვეყანას უცხოეთში ვინაიდან აქ იმყოფებიან ბრიტანეთის, შვედეთის, პოლონეთის, უკრაინის, რუსეთის, ემირატების, კანადის, ავსტრალიის, შვედეთის, ბულგარეთის მოქალაქეები...

როგორც კი მთავარი არხი მოვიდა და უღრმესი მადლობა ამისათვის Nodar Meladze წამებში 6 დაბადების მოწმობა გამოუშვეს და არ მისცეთ ინტერვიუ არა და დანარჩენებსაც მოვაგვარებთო..არავინ არ მიდის აქედან ( არც დაბადების მოწმობის მქონენი) მანამ სანამ დღეს ყველა დაბადების მოწმობას არ ავიღებთ! მაგრამ სირცხვილია საკუთარ კანონის მიერ დაკისრებულ მოვალეობას მხოლოდ მთავარი არხის შიშით რომ ასრულებენ. საინტერესოა რად ამტერებს იუსტიციის მინისტრი ამდენ ხალხს, ამდენი კლინიკის თანამშრომელს თუ პაციენტს ოცნებას. დააფასეთ რომ ქვეყანაში ოპოზიციური მებრძოლი და შემტევი ტელევიზია გადარჩა და არსებობს..წამებში გაკეთდა ის საქმე მთავარი არხის შიშით, რის გამოც თვენახევარია ჯვართ გვაცვეს.დარეკეთ ყველა უსამართლობაზე მთავარ არხში"- დაწერა გუშინდელი აქციის მიმდინარეობისას მარიამ კუკუნაშვილმა ფეისბუკზე.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განმარტავს, რომ სუროგაციის ხელშეკრულება კვერცხუჯრედის განაყოფიერებამდე, ანუ ემბრიონის მიღებამდე უნდა გაფორმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო ბავშვის დაბადების მოწმობაში მშობლების მონაცემებს არ ჩაწერს. ასეთ დროს მშობლებს ბავშვის ქვეყნიდან გაყვანის უფლება არ აქვთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42