ბოძზე მიბმა, მუხლებზე დაყენება, გადაადგილების შეზღუდვა - რა სახის ფიზიკურ ძალადობას განიცდიან ქვიარ ქალები საქართველოში
საზოგადოება - 14:09, 14 Sep, 2019     1994
„თანასწორობის მოძრაობის“ ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით კვლევა ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში მცხოვრები ქვიარ ქალების საჭიროებების კვლევას. კვლევის ფარგლებში, რომელიც 2019 წლის ივნისში განხორციელდა სტრუქტურირებული ინტერვიუები ჩატარდა 21ადამიანთან. მათ შორის 14 თბილისიდანაა, 5 - ქუთაისიდან და 2 ბათუმიდან. რაც შეეხება რესპონდენტების თვითგანსაზღვრას 14 ლესბოსელად, 4 - ბისექსუალად, 3 კი ქვიარად განსაზღვრავს თავს. რესპონდენტებიდან თორმეტი - 20-25 წლის ასაკისაა, ხუთი - 26-35 წლის და ოთხი 35-45 წლის. ყველაზე უმცროსი 20 და უფროსი 42 წლის.


როგორც კვლევაშია ნათქვამი, 15 რესპონდენტს აქვს ფიზიკური ძალადობის გამოცდილება. როგორც წესი მამის ან ძმის მხრიდან. გარდა იმისა, რომ ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია და ქალებზე ძალადობის გამოხატულ ტენდენციაზე მიუთითებს, ძალადობის ზოგი ფორმა იმდენად საგანგაშოა ცდება ცემის კატეგორიას და წამებადაც შეიძლება შეირაცხოს: ბოძზე მიბმა, მუხლებზე დაყენება, გადაადგილების შეზღუდვა.

მონაწილეთა ნახევარს მაინც დასჭირვებია ექიმის დახმარება, მაგრამ ვერ მიუღია უსახსრობის გამო. უმრავლესობას ან თვითონ ან სხვის შესახებ გაუგია მცდარად დასმული დიაგნოზის შესახებ. რესპონდენტების ნაწილი დისკრიმინაციის შიშის გამო არ მისულა ექიმთან. თუმცა, დისკრიმინაცია მხოლოდ ჰომოფობიური ხასიათის არაა, ფსიქიატრთან მისვლაც გართულებულია ფსიქოლოგიურ პრობლემებთან ასოცირებული ნეგატიური წარმოდგენების გამო. 8-ს დაუმალავს თავისი სექსუალური გამოცდილების შესახებ (ძირითადად გინეკოლოგისთვის). უმრავლეს შემთხვევაში ყვებიან უხერხულ კითხვებზე ექიმების მხრიდან. განსაკუთრებით პრობლემურია სექსუალურ გამოცდილებაზე კითხვები. აქ არა მხოლოდ ლესბოსური გამოცდილება, არამედ ზოგადად ნებისმიერი სახის ქორწინებამდე სექსი, ტაბუირებულია. ხშირია გინეკოლოგების მხრიდან დამუნათება, შერცხვენა, უხამსი კომენტარები. სიტუაციას ისიც ამწვავებს, რომ ხშირ შემთხვევაში როგორც მოზარდობაში, ისე ზრდასრულ ასაკში, ექიმთან დედა ან სხვა ქალი ნათესავი ახლავთ ხოლმე. პირადი სივრცის შეზღუდვა, ეკონომიკური ხელმისაწვდომობის ნაკლებობა და ექიმების დამოკიდებულება სამედიცინო მომსახურების მიღებას კიდევ უფრო ტრავმატულს ხდის რესპონდენტებისთვის. ცოდნის ქონის და საჭიროების აღიარების შემთხვევაშიც კი ხშირად თავს არიდებენ ექიმთან მისვლას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42