ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო მონაკვეთში ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება მიმდინარეობს
საზოგადოება - 10:42, 14 Sep, 2019     832
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებს კიდევ ერთხელ გაეცნო. ამჟამად, კეკელიძის ქუჩიდან მირცხულავას ქუჩამდე მონაკვეთზე ასფალტის საფარის პირველი ფენა იგება.


თბილისის მერის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირზე, ვარაზისხევიდან „პიქსელის“ შენობამდე არსებულ მონაკვეთზე, დაპირებისამებრ, 16 სექტემბრიდან, ავტომობილები გადაადგილებას თავისუფლად შეძლებენ.

„სწავლა იწყება და ძალიან მნიშვნელოვანია ამ კონკრეტულ მონაკვეთზე დროში ჩავეტიოთ. ამით პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდება. ასევე, პარალელურ რეჟიმში მოწესრიგდება ტროტუარები, შეიცვლება განათების ბოძები, ხოლო ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშ განთავსდება. გარდა ამისა, ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლები მოეწყობა. ეს პროექტი ჩვენთვისაც სიახლეა. ამ პროექტის განხორციელება ფრანგი ექსპერტების მითითებით მოხდა, რომლებიც სატრანსპორტო პოლიტიკის დაგეგმვაში გვეხმარებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილზე ასევე მერიის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე იმყოფებოდნენ.

რაც შეეხება სატრანსპორტო სქემას, ჭავჭავაძის გამზირის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა 16 სექტემბრიდან ცალმხრივად აღდგება და გადაადგილება მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით იქნება შესაძლებელი.

ვაკიდან მელიქიშვილის ქუჩისკენ მოძრაობისას, ტრანსპორტი გაივლის აბაშიძის ქუჩას, საიდანაც ჭავჭავაძის გამზირს მირცხულავას, ბაზალეთისა ან ერისთავის ქუჩებიდან დაუკავშირდება. კეკელიძის ქუჩის მხრიდან ფალიაშვილის ქუჩაზე მოძრავი ტრანსპორტიც ჭავჭავაძის გამზირზე ამავე ქუჩებიდან ჩაუხვევს.

ნაწილობრივ შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. ავტობუსები N9 და N59, ასევე მიკროავტობუსები N32, N35, N120, N126, N137, N170, N171 და N202 აბაშიძის ქუჩიდან ჩაუხვევენ ბაზალეთის ქუჩაზე, საიდანაც ჯერ ჭავჭავაძის გამზირს, შემდეგ კი - მელიქიშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან. ისინი უკუმიმართულებით გაივლიან კეკელიძის, ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩებს, საიდანაც ჭავჭავაძის გამზირზე მოხვდებიან.

შატბერაშვილის ქუჩიდან სადგურის მოედნისკენ მოძრავი N66 ავტობუსი მრგვალი ბაღიდან ჯერ ერისთავის, შემდეგ კი ფალიაშვილის ქუჩაზე შეუხვევს და ჭავჭავაძის გამზირს ბაზალეთის ქუჩიდან დაუკავშირდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42