სომხეთის ეკლესია განხეთქილების პირასაა. წლების განმავლობაში არსებული კონფლიქტი შესაძლოა მასშტაბურ კრიზისში გადაიზარდოს. განსაკუთრებით გამწვავდა ურთიერთობა რუსეთში არსებული სომხურ დიასპორებსა და სომხეთის ეკლესიის მიერ ადგილებზე დანიშნულ სასულიერო იერარქებს შორის. ეს უთანხმოებები დაემთხვა თავად სომხეთში არსებულ ე.წ. ოპოზიციონერ საეკლესიო პირების განწყობასთან.
ციმბირში, ურალში და ვოლგისპირეთში არსებული სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციები სომხური ეკლესიის რუსეთის ეპარქიას რეიდერულ მიტაცებებში, სიხარბეში, ავტორიტარიზმში და დიასპორების შიგნით უთანხმოების გაღვივების მცდელობაში ადანაშაულებენ. ამავდროულად, სომხეთში, საეკლესიო პირთა ერთი ნაწილი აცხადებს, რომ რუსეთში არსებული სომხური ეკლესიის მეთაურის ქმედებებმა, რომელიც ამავდრულად სრულიად სომეხთა კათალიკოსის გარეგინ მეორის ღვიძლი ძმაა, შეიძლება ერესთან და საეკლესიო კანონების დარღვევამდე მოგვიყვანოს.
თუ სომხეთშა და მის ფარგლებს გარეთ არსებული ეს ორი მიმდინარეობა გაერთიანდება, ამან შესაძლოა პარალელური სომხური ეკლესიის შექმნა და განხეთქილება გამოიწვიოს. ამასთან, თავად სომხეთის ეკლესიის მეთაურები ამ ფაქტს ჯერჯერობით არ იმჩნევენ.
დიასპორების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მათ მიერ ადგილებზე აშენებული ეკლესიები ფაქტიურად ცარიელია, უმრავლესი მღვდლები ეროვნებით რუისები არიან და ტაძრები აღარ ასრულებენ ადგილზე მცხოვრები სომეხი მოსახლეობის გამაერთიანებლის, იტორიული და კულტურული ტრადიციების დამცველ ცენტრების როლს. .
მასალის გამოყენების პირობები






