თსუ-ს მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება კლუბ „ოტიუმში“ გაიმართა
საზოგადოება - 10:47, 13 Sep, 2019     700
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თსუ მაგისტრატურა 2019 წელს 1000-მდე სტუდენტმა დაამთავრა. კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება კლუბ „ოტიუმში“ გაიმართა.


თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მიულოცა მაგისტრებს უნივერსიტეტის დამთავრება. „წლევანდელი მაგისტრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების მრავალრიცხოვან არმიას შეუერთდნენ. იმედი მაქვს, ისინი მომავალშიც დაკავშირებული იქნებიან და არ დაკარგავენ კონტაქტს დედა უნივერსიტეტთან“-განაცხადა რექტორმა. ღონისძიებას აკადემიური საბჭოს წევრები, ფაკულტეტების დეკანები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ფაკულტეტების წარჩინებულ სტუდენტებს სპეციალური საჩუქრები და სერტიფიკატები საზიმოდ გადაეცათ.

სოციალურ და პოლიტიკური მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებული თამარ მელაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 6 წელი სწავლობდა და ბაკალავრისა და ახლა უკვე მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა. „აქ გატარებული 6 წლისთვის ჩვენი პროფესორები ძალიან დიდ მადლობას იმსახურებენ სტუდენტებისგან იმ ცოდნისა და სამომავლო პერსპექტივებისთვის, რომელიც ჩვენ მოგვცეს, თუნდაც ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში მაგისტრატურის საფეხურზე. ჩემთვის უნივერსიტეტელობა დიდი პატივია და ვეცდები, რომ ეს წოდება ბოლომდე შევინარჩუნო.“-განაცხადა წარჩინებულმა კურსდამთავრებულმა.

მაგისტრატურის გამოშვების ღონისძიება სადღესასწაულო ფოიერვერკით და კონცერტით დასრულდა. კურსდამთავრებულთათვის ბენდი „New One“ და DJ Machaidze უკრავდნენ.

მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1996 წლიდან დაიწყო. მაგისტრატურის პირველი გამოშვება თსუ-ს 1998 წელს ჰყავდა. მაგისტრის ხარისხი ამ ხნის განმავლობაში 15 500-ზე მეტ კურსდამთავრებულს მიენიჭა.

თსუ-ს 7 ფაკულტეტზე 200-ზე მეტი სასწავლო პროგრამა მოქმედებს და 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42