თბილისის ცენტრში ძველი გალავნის ნაშთები აღმოაჩინეს (ფოტოები)
საზოგადოება - 16:21, 12 Sep, 2019     3472

თბილისის განვითარების ფონდის პროექტის, "ახალი ტფილისის" ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, საძირკვლის გასამაგრებლად (სადრენაჟე სისტემის მოსაწყობად) გავლებულ ღრმა ჭრილში არქეოლოგიური ნაშთები გამოვლინდა, კერძოდ, ძველი გალავნის ფრაგმენტები, რომელიც არქეოლოგების მიერ შესაბამისი წესების დაცვით გაიწმინდა.

პროექტში ჩართული მხარეების: არქეოლოგების, ხელოვნებათმცოდნეებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, სარეაბილიტაციო არეალში აღმოჩენილი ძველი გალავნის ნაშთები უნდა შენარჩუნდეს, შესაბამისად, აღნიშნული რეკომენდაციის საფუძველზე პროექტი დაკორექტირდა. დაკორექტირებული პროექტის მიხედვით სადრენაჟე სისტემა ვეღარ მოეწყობა, თუმცა შენარჩუნებული იქნება კულტურული მემკვიდრეობა - მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, რომლის შედეგად ბუნებრივი წყლების ზემოქმედებისგან დაცული იქნება ციხის გალავანი.

დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. სამუშაოების დასრულება კი 2020 წლის ბოლოს იგეგმება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „იკორთა 2007“ ახორციელებს.

თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ტოგონიძის თქმით, პროექტის დაკორექტირებით კულტურული მემკვიდრეობაც შენარჩუნდება და გალავანს წყლებიც აცდება.

„დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო გალავნის კედლის რეაბილიტაცია. როდესაც უკანა კედლის მხარეს ამოვიღეთ ჭრილი, რომ სადრენაჟე მილები ჩაგველაგებინა, აღმოვაჩინეთ ძველი გალავნის კედელი და კერამიკული ჭურჭლის ფრაგმენტები. მას შემდეგ, რაც არქეოლოგებთან და შესაბამის სპეციალისტებთან გავიარეთ კონსულტაციები, გადავწყვიტეთ, რომ დაგვეკორექტირებინა პროექტი ისე, რომ არქეოლოგიური მხარეც შენარჩუნებული და აღწერილი იყოს და იმ წყლების დიდი ოდენობა, რომელიც აზიანებს გალავნის კედელს, ამა თუ იმ გზით ავაცდინოთ გალავანს“, - განაცხადა ალექსანდრე ტოგონიძემ.

ფონდის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა პროექტის განხორციელებაში ჩართულ ყველა სპეციალისტს, მათ შორის პროექტის ავტორს, მშენებლებს, არქეოლოგებსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42