მოსკოვში დაკავებულმა აზერბაიჯანის მოქალაქემ ბირიულევოში მომხდარი მკვლელობა აღიარა
მსოფლიო - 09:41, 16 Oct, 2013     2039

მოსკოვის გარეუბან ბირიულევოში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილმა, გუშინ მოსკოვში დაკავებულმა აზერბაიჯანის მოქალაქემ ორჰან ზეინალოვმა აღიარა, რომ 25 წლის იგორ შერბაკოვი მოკლა.

ამის შესახებ რუსული მედია წერს და ამატებს, რომ ზეინალოვმა, რომელმაც დაკავებისას პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, მკვლელობა მოგვიანებით, პოლიციელთან პირად საუბარში აღიარა.

ზეინალოვი მოსკოვთან ახლოს, კოლომნის პარკში აიყვანეს, სადაც ის იმალებოდა და ნაცნობებისგან დახმარებას ელოდებოდა. ის მოსკოვში ვერტმფრენით გადაიყვანეს და ამჟამად წინასწარი პატიმრობის იზოლატორში იმყოფება. 

მანამდე პოლიციამ მილიონი რუბლის პრემია დააწესა იმ პირისთვის, ვინც სამართალდამცველებს ნებისმიერ ინფორმაციას მიაწვდიდა ზეინალოვის ადგილსამყოფელის შესახებ. 

ვინაიდან მსგავსი პრემიების გაცემის საკითხი, ინფორმაციის გამცემის ანონიმურობის მიზნით, ყველა ქვეყანაში გასაიდუმლოებულია, უცნობია, რუსმა სამაღთალდამცველებმა ზეინალოვს თავად მიაგნეს, თუ მიღებული ოპერატიული შეტყობინების შედეგად.

შეგახსენებთ, რომ იგორ შერბაკოვი ბირიულევოში 10 ოქტომბერს, მეგობარი გოგოს თვალწინ, დანის რამდენჯერმე ჩარტყმით მოკლეს, რასაც მოსახლეობის მღელვარება და ე.წ. „კავკასიური აღნაგობის მოქალაქეების“ მიმართ აგრესიის გამოვლენა მოჰყვა, რაც არეულობით, სამართალდამცველებთან შეტაკებითა და ათეულობით ადამიანის დაკავებით დასრულდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42