საბურთალოზე „თბილისი ენერჯის“ თანამშრომლებმა საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაარჩინეს
საზოგადოება - 13:43, 12 Sep, 2019     998

ისევ დაუდევრობა, ისევ უყურადღებოდ დატოვებული გაზქურა და აფეთქებას გადარჩენილი კიდევ ერთი კორპუსი - „თბილისი ენერჯის“ თანამშრომლებმა საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაარჩინეს.

კორპუსის შესაძლო აფეთქების შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს:

„საბურთალოს რაიონიდან, ვაჟა ფშაველას პირველი ჩიხიდან „თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე მოქალაქის შეტყობინება შემოვიდა, რომელმაც განმარტა, რომ ერთ-ერთი სადარბაზოს დაკეტილი ბინიდან გაზის ძლიერი სუნი იგრძნობოდა. ზარის შემოსვლიდან მალევე ადგილზე მისულმა სწრაფი რეაგირების ბრიგადამ სპეციალური აღჭურვილობით შეამოწმა კორპუსის სადარბაზოები, სავენტილაციო არხები და კორპუსის მიმდებარედ არსებული ჭები. ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან სპეციალურმა აპარატმა გაზის მაღალი კონცენტრაცია დააფიქსირა. ბინა დაკეტილი აღმოჩნდა. სასწრაფო წესით გადაიკეტა გაზის ონკანები, დაკეტილ ბინაში შესვლის მიზნით კი სამაშველო ეკიპაჟის გამოზახება მოხდა.

„თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა ბინის შემოწმებისას აღმოაჩინეს, რომ საცხოვრებელ სახლში გაზის დაგროვების მიზეზი ღიად, გახსნილ მდგომარეობაში დატოვებული გაზქურის ღუმელი იყო. კომპანია „თბილისი ენერჯი“ მადლობას უხდის იმ მოქალაქეს რომელმაც ყურადღება გამოიჩინა და კომპანიის ცხელ ხაზზე დარეკა. მადლობა „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებს დროულად და პროფესიონალურად შესრულებული საქმისთვის. კომპანია ასევე მადლობას უხდის სამაშველო სამსახურს გაწეული დახმარებისთის.

„თბილისი ენერჯი“ კიდევ გაფრთხილებთ - სახლიდან გასვლისას შეამოწმეთ გაზის დანადგარები. არ დატოვოთ ისინი ღია მდგომარეობაში. ეს განსაკუთრებით საშიშია ცივი ამინდების დროს, მაშინ როცა ფართის განიავება არ ხდება. გახსოვდეთ, თქვენს უყურადღებობასა და დაუდევრობას შესაძლოა, ადამიანის სიცოხლე შეეწიროს. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და გახსოვდეთ, რომ არსებული კანონმდებლობის თანახმად მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მის საცხოვრებელ ფართში გაზის მოწყობილობების მოხმარების წესების დარღვევაზე“, - ნათქვამია “თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42