"შვილები მრჩება კვების გარეშე..." - მარტოხელა დედა, რომელიც 4 შვილს ზრდის საზოგადოების დახმარება სასწრაფოდ სჭირდება
საზოგადოება - 11:53, 11 Sep, 2019     826

42 წლის ესენია ბატიაშვილი 4 შვილის დედაა. ორი მათგანი, სამწუხაროდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. ახალგაზრდა ქალი მარტო ზრდის ბავშვებს, ძალ-ღონეს არ იშურებს მათთვის, მაგრამ მატერიალური სიდუხჭირე არ იძლევა შესაბამისი მოვლის და მკურნალობის საშუალებას.

ტყუპები - ანასტასია და ნიკოლოზი 8 წლის წინ დაიბადნენ. გოგონა ჰიდროცეფალიით არის დაავადებული, არ შეუძლია საუბარი, ვერ გადაადგილდება, არ აქვს მხედველობა, მიჯაჭვულია საწოლს. მისი ძამიკო კი ცერებრული დამბლით დაიბადა, შეუძლია მხოლოდ ხოხვა და ეტლით გადაადგილება.

„ეს ბავშვები რომ გაჩნდნენ, ყველა თანაგრძნობას გამოხატავდა, თუმცა მე არ ჩამომიშვია ხელი და პირნათლად ვასრულებ დედის მოვალეობას. დიახ, მძიმეა ორი ავადმყოფი შვილის მოვლა, მაგრამ მათთან ურთიერთობა ჩემთვის არის დიდი სიხარული. ისინი მასწავლიან ძალიან ბევრ რამეს. აი, თუნდაც იმას, რომ უნდა დავაფასოთ თითოეული დღე და უფალს მადლობა ვუთხრათ. იცით, ანასტასიას ერთი გაღიმება ჩემში ისეთ ბედნიერებას იწვევს, როგორც ჩვეულებრივი ბავშვის დიდი წარმატება, ჩემი ტყუპები ხომ განსაკუთრებული ბავშვები არიან“,- ამბობს ესენია ბატიაშვილი.

რა პრობლემებს აწყდებით და რა გაწუხებთ ამჟამად ყველაზე მეტად?

ესენია: პირველ რიგში, ეს არის საშინელი მატერიალური სიდუხჭირე. კატასტროფულად არ მყოფნის ფული წამლების, პამპერსების, სპეციალური კვების შესაძენად. პენსია და სოციალური შემწეობის თანხა სულ ამაზე მეხარჯება, მაგრამ ეს მხოლოდ საჭიროების ნაწილს ფარავს. ამის გამო უფროსი შვილები მრჩება სრულყოფილი კვების გარეშე. რა ვქნა აბა? არჩილი და ირინა ამას გაგებით ეკიდებიან.

როგორია ამჟამად ანასტასიას და ნიკოლოზის მდგომარეობა?

ესენია: ანასტასია მთელი დღე წევს, ხშირად არის შეწუხებული, ტირის, ემართება ეპილეფსიური შეტევები, თავი აქვს დეფორმირებული. ნიკოლოზი კი ეტლით დაგვყავს სკოლაში. იგი მეორე კლასშია. მართალია, ჩამორჩება სწავლაში თანაკლასელებს, მაგრამ ძალიან მონდომებულია; განსაკუთრებით უნდა, რომ კითხვა ისწავლოს, მაგრამ ჯერ არ გამოსდის, მას ხომ გონებრივი ჩამორჩენილობა აღენიშნება...

უფროსი შვილები რამდენი წლისანი არიან?

ესენია: არჩილი 14 წლისაა, სწავლობს მე-8 კლასში, ხოლო ირინა 9 წლის არის და წელს წავა მესამე კლასში. არჩილი ძალიან მეხმარება ტყუპების მოვლაში. ანასტასიას დატოვება არ შეიძლება ერთი წუთითაც. როდესაც სადილს ვაკეთებ ან ვრეცხავ, იგი დაიკოს უზის გვერდში და თვალს არ აშორებს. გარდა ამისა, არჩილი მეხმარება საოჯახო საქმიანობაშიც, ნიკოლოზს ეტლით დაატარებს სკოლაში. მოკლედ, იგი ჩემი მარჯვენა ხელია.

სახელმწიფო გეხმარებათ?

ესენია: მერია იხდის ნაქირავები ბინის ფულს, წელიწადში ორჯერ გვაძლევენ წამლის ფულს 120 ლარის ოდენობით...

ბავშვებო, რაზე ოცნებობთ?

ირინა (9 წლის): მე ვოცნებობ, რომ მქონდეს ახალი კაბა და ახალი ფეხსაცმელი...

არჩილი (14 წლის): მე ვოცნებობ, რომ მუშაობა დავიწყო როდესაც შემისრულდება 16 წელი და დედას დავეხმარო. მე არასდროს მივატოვებ ანასტასიას და ნიკოლოზს.

მეგობრებო, ბატიაშვილების ოჯახს დღეს გადაუდებელი დახმარება ესაჭიროება! გაერთიანებული ძალებით ჩვენ ეს შეგვიძლია! მოდით ვაჩუქოთ მათ მომავლის იმედი და დავეხმაროთ შეძლებისდაგვარად! ღმერთი იყოს თქვენი მფარველი! თუ გაქვთ სურვილი, რომ პირადად მოინახულოთ ისინი, გაცნობებთ მისამართს: თბილისი, ნუცუბიძის 4 პლატო, კორპუსი 23, ბინა 45, ტელ.: 557 92 62 01.

ამ ოჯახს ესაჭიროება მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები, მაცივარი, თეთრეული, ტანსაცმელი, სათამაშოები... თანხა შეგიძლიათ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება ბატიაშვილების ოჯახი).

თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც:chernovetskyifund.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42