თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საზაფხულო კლინიკური სტაჟირება რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიარეს
საზოგადოება - 11:03, 11 Sep, 2019     1124

2019 წლის 17 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები, თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ლაბორანტის, ქალბატონ ნინო ჯანყარაშვილის ხელმძღვანელობით, იმყოფებოდნენ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში (რიზე, თურქეთი) საზაფხულო კლინიკურ სტაჟირებაზე. სტაჟირების განმავლობაში, მათ შეხვდა უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ჰუსეინ ქარამანი, ასევე, კლინიკის ადმინისტრაციული და სამედიცინო პერსონალი.

სტუდენტები გადანაწილებულნი იყვნენ სხვადასხვა დეპარტამენტებში (გინეკოლოგია, კარდიოქირურგია, ნეიროქირურგია, ნევროლოგია, ოფთალმოლოგია), სადაც მათ კურირებდნენ დეპარტამენტების ხელმძღვანელები, რომლებიც სტუდენტების მიმართ იჩენდნენ დიდ ყურადღებას. უნდა აღინიშნოს, განსაკუთრებული ყურადღება, ასევე, თსსუ-ის კურსდამთავრებულის, ექიმ ალი ილმაზ-ფანჯიკიძის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის ჰარუნ ჩიმქესა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელის, ბ-ნ ბეკირ გიუზელის მხრიდან.

საზაფხულო სტაჟირების განმავლობაში სტუდენტები ესწრებოდნენ კონსულტაციებს, გამოკვლევებსა და ქირურგიულ ოპერაციებს, ასრულებდნენ სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციებს, ყოველდღიურად ამუშავებდნენ სამედიცინო ლიტერატურას, არჩევდნენ საინტერესო კლინიკურ შემთხვევებს, პროფესორებთან ერთად. მათ, ასევე, მიეცათ საშუალება დაეთვალიერებინათ ახლად შექმნილი და უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი სიმულაციის ცენტრი. სიმულაციის ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ჯუნეით არდიჩმა დიდი სურვილი გამოთქვა მომავალ თანამშრომლობაზე, რომლის ფარგლებშიც მე-6 კურსის სტუდენტებს შეეძლებათ გაიარონ სწვლების თანამედროვე კურსი.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის უშუალო ინიციატივით, თსსუ-ის სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობობდნენ ქ. რიზეს კულტურულ ღირსშესანიშნაოებებსაც.

„სტუდენტები საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობით ეპყრობოდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს. საზაფხულო კლინიკური სტაჟირების დასასრულს გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, რომელსაც დაესწრო რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, კლინიკისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საქართველოს ვიცე-კონსული ქ. ტრაპიზონში, ბ-ნ თემურ ტარტარაშვილი. ყველა სტუდენტმა მიიღო სერტიფიკატი და დაიმსახურა დადებითი დახასიათება. დიდ მადლობას მოვახსენებ თსსუ-ის ხელმძღვანელობას, რომ საშუალება მოგვეცა მონაწილეობა მიგვეღო სტუდენტთა საზაფხულო კლინიკური სტაჟირების პროგრამაში.“ -აღნიშნა ქალბატონმა ნინო ჯანყარაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42