NYT -ის ცნობით, ამერიკულმა სპეცსამსახურებმა აგენტი ათწლეულების წინ „დაავერბოვკეს“, როდესაც ის საშუალო რანგის ჩინოვნი კი იყო, თუმცა შემდეგში მისი კარიერა სწრაფად წავიდა წინ. 2017 წელს, როგორც გამოცემა ირწმუნება, ჯაშუშს გამომჟღავნების საფრთხის წინაშე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გამო დადგა. აშშ-ის ლიდერი სავარაუდოდ არასათანადოდ მოეპყრო დაზვერვის მიერ მიწოდებულ მონაცემებს და გასაიდუმლოებული ინფორმაცია გაამჟღვანა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან და რუსეთის ელჩთან სერგეი კისილიაკთან, საფრთხე გაიზარდა მას შემდეგ რაც 2017 წლის დასაწყისში აშშ-ის დაზვერვამ წარმოადგინა ანგარიში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით. The New York Times-ი წერს, რომ ეს ინფორმაცია დაზვერვას სწორედ აგენტმა მიაწოდა.
ჟურნალისტ ბობ ვუდვორდის წიგნში „შიში. ტრამპი თეთრ სახლში“, რომელიც 2018 წლის შემოდგომაზე გამოვიდა, საუბარია მოსკოვიდან ადამიანის გამოყვანის მცდელობაზე, რომელიც არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომწოდებელი იყო.
ვუდვორდი აღწერს, რომ სპეცსამსახურების ხელმძღვანელებმა 2017 წლის იანვარში გამოძიების შესახებ ტრამპს ინფორმაცია მიაწოდეს, ეროვნული დაზვერვის დირექტორი ჯეიმს კლეპერმა განაცხადა, რომ არჩევნებში ჩარევის შესახებ ინფორმაცია მიიღეს წყაროებიდან, რომლებიც არ შემცდარან მრავალი წლის განმავლობაში, როგორც მინიმუმ ერთერთი მათგანი, მუდმივად ზუსტ ინფორმაციას იძლეოდა.
თავდაპირველად აგენტი რუსეთის დატოვებაზე უარს ამბობდა და მისი გადარწმუნება CIA -მ მხოლოდ მას შემდეგ შეძლო რაც მედიამ დაწერა, რომ ამერიკული დაზვერვა მონაცემებს რუსეთის ხელისუფლებაში მყოფი პირისგან იღებდა.
2017 წლის სექტემბერში გამოცემა Daily Storm-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ოლეგ სმოლენკოვი მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად შვებულების გასატარებლად მონტენეგროში წავიდა და გაუჩინარდა. 6 სექტემბერს საქმე მკვლელობის მუხლით აღიძრა. „კომერსანტის“ წყარომ რომელიც აშშ-ის სახელმწიფო უწყებაში მუშაობს, დაადასტურა, რომ CNN-ის მასალაში სწორედ სმოლენკოვზეა საუბარი.
ცნობილია, ის რომ სმოლენკოვი აშშ-ში რუსეთის საელჩოში მუშაობდა იმ დროს როდესაც ელჩი იყო იური უშაკოვი, შემდეგში ის მუშაობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და 2010 წელს მას დმიტრი მედვედევის ბრძანებთ მესამე რანგის სახელმწიფო მრჩევლის ჩინი მიენიჭა.
„კომერსანტი“ ძალოვან უწყებაში მომუშავე წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გამოძიება მკვლელობის შესახენ რამდენჯერმე შეჩერდა და განახლდა. საბოლოოდ გაირკვა, რომ სმოლენკოვები ცოცხალები არიან და რუსეთში არ იმყოფებიან. გამოცემა ვარაუდობს რომ სმოლენკოვების ოჯახი ვირჯინიის შტატში, სტაფორდში ცხოვრობს, სადაც სახლიც შეიძინეს.
როგორც NBC News-ი წერს მისი ადგილსამყოფელის გამჟღავნების გამო, სავარაუდოდ სმოლენკოვებს უახლოეს მომავალში სხვა ადგილზე გადაიყვანენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არც სახელმწიფო დეპარტამენტში, არც თეთრ სახლში და არც კრემლში არ სურთ.
მასალის გამოყენების პირობები






