შვეიცარიაში მკვლელობისთვის სასჯელმოხდილი პირი პუტინის პარტიული სიით ვლადიკავკაზის საკრებულოს წევრი გახდა
მსოფლიო - 17:54, 09 Sep, 2019     1174

რუსეთში გუშინ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნები ჩატარდა.

ვლადიმერ პუტინის პარტიის, "ედინაია როსიას" პარტიული სიით ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქის, ვლადიკავკაზის საკრებულოს წევრი ვიტალი კალოევი გახდა, რომელსაც შვეიცარიაში ავიაკომპანია Skyguide-ის დისპეჩერის მკვლელობის გამო პატიმრობა მიუსაჯეს.

"მე მომწონს ვლადიკავკაზი და ხალხი, რომელიც იქ ცხოვრობს. მე მინდა ქალაქი უკეთესი და უფრო ლამაზი გავხადო, რომ ხალხს გაუხარდეს," - განუცხადა კალოევმა РИА Новости-ს.

კალოევმა დისპეჩერი პეტერ ნილსენი შურისძიების გამო მოკლა. 2005 წელს დისპეჩერის უყურადღებობის გამო, ბოდენის ტბის თავზე, ერთმანეთს "ბაშკირეთის ავიახაზების" Ту-154-ი და DHL-ის სატვირთო ბოინგი შეეჯახა. ავიაკატასტროფამ 71 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის კალოევის მეუღლე და 2 შვილი.

შვეიცარიის სასამართლომ კალოევს 8 წელი მიუსაჯა, თუმცა, 2007-ში ის ციხიდან პირობით ვადამდე ადრე გაათავისუფლეს. 2008 წელს კალოევი ჩრდილოეთ ოსეთის მშენებლობისა და არქიტექტურის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

ბოდენის ტბის ინციდენტზე გადაღებულია ფილმი "შედეგები", რომელშიც მთავარ როლს არნოლდ შვარცნეგერი ასრულებს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42