თსუ-ში ესტატე ხმალაძის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
საზოგადოება - 16:16, 09 Sep, 2019     1105

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსისა და პედაგოგის, საქართველოს სტატისტიკური ასოციაციის დამფუძნებლის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრის, ახალი ზელანდიის სამეფო აკადემიიის წევრის, ახალი ზელანდიის ველინგტონის ვიქტორიას უნივერსიტეტის პროფესორის ესტატე ხმალაძის დაბადების 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია „ალბათობის თეორიასა და სტატისტიკაში“ გაიხსნა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ქართველი და უცხოელი მეცნიერები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

თსუ რექტორმა გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსი უნივერსიტეტის საიუბილეო მედლით დააჯილდოვა. მისი თქმით, ესტატე ხმალაძე აქტიურად თანამშრომლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. „უნივერსიტეტში ესტატე ხმალაძის სახელობის სტიპენდია არის დანიშნული. ბევრი მაგისტრანტი უკვე გახდა მისი სახელობის სტიპენდიატი. ბატონი ესტატე ბევრ სტუდენტს უწყობს ხელს, რომ მიიღონ მაღალი დონის განათლება სხვადასხვა ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებში, ცენტრებში. კონფერენციაზე ძალიან მნიშვნელოვანი მოხსენებებია წარმოდგენილი, ძალიან კარგი თემატიკაა და იმედია, მასში მონაწილე მეცნიერებში დიდ ინტერესს გამოიწვევს,“ - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ ალბათობის თეორიასა და სტატისტიკაში მოღვაწე მსოფლიო რანგის მეცნიერები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ჰოლანდიიდან, დანიიდან, შვეიცარიიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ბელგიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან და სხვა.

თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ომარ ფურთუხიას თქმით, კონფერენცია ქართულ მეცნიერებას სასიკეთოდ წაადგება. „მნიშვნელოვანია, რომ ქართველი მათემატიკოსის სიცოცხლეშივე აღინიშნება მისდამი მიძღვნილი კონფერენცია. მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან და ყველა წამყვანი მათემატიკური ცენტრიდან არიან სტუმრები, მოწვეული მომხსენებლები, რომლებიც ამ სფეროში არსებულ ახალ შედეგებს გააცნობენ დამსწრე საზოგადოებას,“ - აღნიშნა ომარ ფურთუხიამ.

„თბილისში კონფერენციაზე ასეთი რანგის მეცნიერები რომ ჩამოვიდნენ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ ჩემი მეგობრები, რომლებიც მე მსოფლიოში ბევრგან მინახავს, ახლა აქ არიან, თბილისში. ერთკვირიანი ღონისძიება დატვირთულია აქტუალური სამეცნიერო მოხსენებებით,“ - განაცხადა ესტატე ხმალაძემ.

პროფესორი ესტატე ხმალაძე ნაყოფიერად თანამშრომლობს თსუ-სთან. ის აქტიურად ეძებს ნიჭიერ და პერსპექტიულ ახალგაზრდებს და აგზავნის მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებში კვალიფიკაციის შემდგომი ამაღლების მიზნით. იგი რეგულარულად და უსასყიდლოდ აგზავნის თანამედროვე უცხოურ სამეცნიერო ლიტერატურას და სამეცნიერო-პერიოდულ გამოცემებს, მათ შორისაა ჟურნალები: “Annals of Probability”, “Annals of Statistics” და “Applied Probability”. პროფესორმა ხმალაძემ 2007 წელს დაარსა თავისივე სახელობის სტიპენდია თსუ-ს წარჩინებული მაგისტრებისათვის და ფაკულტეტს უკვე ყავს ამ სტიპენდიის მფლობელი არაერთი მაგისტრი როგორც მათემატიკის, ისე ფიზიკის მიმართულებიდან.

თსუ-ს სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენაში საზღვარგარეთ, უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობასა და ახალგაზრდების სამეცნიერო-პრაქტი-კული უნარ-ჩვევების განვითარებისათვის პროფესორი ესტატე ხმალაძე 2015 წელს დაჯილდ-ოვდა ივანე ჯავახიშვილის მედლით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42