უკრაინული გადაცემის Світське життя-ს წამყვანის კითხვაზე ხომ არ შეიცვალა მისი გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციაში კონცერტების ჩატარებასთან დაკავშირებით, ნინო ქათამაძემ განაცხადა, რომ ეს ძალიან მგრძნობიარე თემაა:
„ეს ძალიან დელიკატური, ზემნიშვნელოვანი თემაა არა მხოლოდ ჩემს მუსიკალურ ცხოვრებაში, არამედ ქეყნებს შორისაც, ადამიანებს შორის, ახლობელ ადამიანებს შორის. და ჩემი გადაწყვეტილების შედეგ მინდა ვთქვა, რომ მე მიყვარს ჩემი მსმენელები, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ.“- განაცხადა ნინო ქათამაძემ.
შეგახსენებთ, "გავრილოვის ღამის" შემდეგ ნინო ქათამაძემ რუსეთში ერთი კონცერტი გამართა, რასაც კრიტიკა მოჰყვა. მომღერალს ამის გამო სოციალურ ქსელში განმარტების გაკეთება მოუწია. მან ფეისბუკზე დაწერა რომ ეს რუსეთში მისი ბოლო კონცერტი იყო და კონცერტზე უარი 9 წლის უსინთლო გოგონას გამო ვერ თქვა.
მასალის გამოყენების პირობები






