დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატამ დაამტკიცა ორი დღის წინ, 4 სექტემბერს, თემთა პალატის მიერ მიღებული კანონი Brexit-ის თარიღის 31 ოქტომბრიდან გადაწევის შესახებ, თუ ევროკავშირთან შეთანხმება ვერ გაფორმდება.
პარლამენტის ორივე პალატა ეწინააღმდეგება Brexit-ის შეთანხმების გარეშე განხორციელებას, რასაც პრემიერი ბორის ჯონსონი უჭერს მხარს. ამ მიზეზიდან გამომდინარე, ჯონსონი ორშაბათს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას გეგმავდა, თუმცა, მის ამ იდეასაც პარლამენტარები მხარს არ უჭერენ.
პარლამენტარების გადაწყვეტილება ჯონსონს ავალდებულებს, რომ თუ შეთანხმების რატიფიცირება ვერ მოხერხდა, მან თხოვნით უნდა მიმართოს ევროკავშირს Brexit-ის თარიღის გადაწევასთან დაკავბშირებით.დღეის მდგომარეობით, Brexit-ის პროცესი ჩიხშია - ბრიტანეთის პარლამენტი მხარს არ უჭერს ევროკავშირთან ხელშეკრულების იმ პროექტს, რომელიც ამჟამად არსებობს და არც ევროგაერთიანებიდან ხელშეკრულების გარეშე გასვლას თანხმდება. თავის მხრივ, ევროპარლამენტი არ აპირებს ხელშეკრულების გადასინჯვაზე მოლაპარაკებების გაგრძელებას. ისიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროპა თარიღის გადაწევას დასთანხმდეს.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 23 ივნისს, ამომრჩევლებმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირის შემადგენლობიდან გასვლას დაუჭირა მხარი, რასაც იმდროინდელი პრემირი დევიდ კამერონის გადადგომა მოჰყვა. ეს გადაწყვეტილება რეფერენდუმზე მცირე უმრავლესობით იქნა მიღებული და ბრიტანული საზოგადოების ერთი ნაწილი აცახდებს, რომ ახალი რეფერენდუმის შემთხვევაში სურათი შეიცვლება. ისინი აცხადებენ, რომ გასვლის შემთხვევაში ბრიტანეთს ეკონომიკური კრიზისი მოიცავს.
ამ დროიდან ბრიტანეთი ევროკავშირთან გასვლის შესახებ შეთანხმების გაფორმებას ცდილობს, რამაც ერთი პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი უკვე შეიწირა.
მასალის გამოყენების პირობები






