რა სახის პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ ლილოშოპზე სასკოლოდ?
ჩვენი ქვეყანაც ფეხს უწყობს 21-ე საუკუნის ტექნოლოგიურ სიახლეებს. ონლაინ მაღაზიათა რიცხვი სწრაფად იზრდება ბაზარზე. Liloshop.ge ყველაზე დიდი ინტერნეტ მაღაზიაა საქართველოში, რომელიც უკვე მეორე წელია ბაზარზეა და წინა პოზიციებს არ თმობს. აქ ყველაფერია, რაც თქვენს ბავშვს დასჭირდება სკოლისთვის: ჩანთები, რვეულები, კალმები, ფანქრები, პენლები, ბლოკნოტები. ნივთები გათვლილია როგორც ბიჭებისთვის, ასევე გოგონებისთვის. სასკოლო პროდუქციის რაოდენობა იმდენად მრავალფეროვანია ფერის, ზომისა თუ მასალის მიხედვით, რომ არჩევანის გაკეთება არ გაგიჭირდებათ. ადვილად შეარჩევთ და შეიძენთ ბავშვის სურვილისა და საჭიროების მიხედვით.
ჩანთებიბავშვების საყვარელი სასკოლო აქსესუარია ჩანთა. ყველა დიდი მონდომებით და გულისყურით არჩევს, რადგან მთელი წელი უნდა ატაროს. სწორედ ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩანთის დიზაინს, ჯიბეების რაოდენობას, ზომას, მასალას, ფორმასა და ფერს. ამ ქვეკატეგორიაში ერთიანდება როგორც ზურჩანთები, ასევე ჩანთები გორგოლაჭებით. სწორედ აქ შეგიძლიათ იპოვოთ თქვენი შვილისთვის საყვარელი ჩანთა.
რვეულებიამ ქვეკატეგორიაში შეგიძლიათ, შეიძინოთ რვეული პეიზაჟის, სპორტისა თუ მოგზაურობის გარეკანით. პროდუქციის რაოდენობა დიდია და აერთიანებს როგორც ცალხაზიან, ასევე უჯრიან რვეულებს. ასევე რვეულებში ფურცლების რაოდენობაც განსხვავებულია, რომელიც თავად შეგიძლიათ შეარჩიოთ საჭიროებიდან გამომდინარე.
ბლოკნეტებიბლოკნოტი სასკოლო პროდუქციის შემადგენელი ნაწილია. სწორედ მასში ინიშნავენ მოსწავლეები საშინაო დავალებების ჩამონათვალსა და თუ სხვა საჭირო ინფორმაციას. სწორედ ამიტომ ამ კატეგორიაში ბლოკნოტების დიდი რაოდენობაა წარმოდგენილი, აერთიანებს როგორც საბავშვო ასე თინეიჯერული გარეკანის ბლოკნოტებს. სხვადასხვაა ზომაცა და ფორმაც, ასევე ფურცლებიც განსხვავებულია - ცალხაზიანი თუ უჯრიანი.
საწერი და სახატავი საშუალებებისაწერი და სახატავი საშუალებები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სასკოლო პროდუქციაა. სწორედ ამიტომ ეს ქვეკატეგორია დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. კალმები, ფანქრები, ფლომასტერები, ფუნჯები ერთად იყრის თავს სწორედ აქ, ყველაზე ფერად ქვეკატეგორიაში, სადაც ნებისმიერი ასაკის მოსწავლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაა შესაძლებელი.
ამრიგად, ონლაინ მაღაზიები მომზადებული ხვდებიან სასკოლო პერიოდს და ცდილობენ მაქსიმალურად დააკმაყოფილონ ბაზრის მოთხოვნები.
მასალის გამოყენების პირობები






