ლიტფესტ გუდაური 2019 - გუდაური წიგნის ფესტივალს მეოთხედ უმასპინძლებს
საზოგადოება - 12:48, 06 Sep, 2019     846
7 სექტემბერს გუდაური მეოთხედ უმასპინძლებს წიგნის ფესტივალს „ლიტფესტ გუდაური 2019“. ღონისძიება სასტუმრო „მარკო პოლო გუდაურის“ ორგანიზებითა და „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მხარდაჭერით ტარდება.

სასტუმრო „მარკო პოლო გუდაურის“ ტერიტორიაზე დილის 11 საათიდან გამოფენილი იქნება 15 გამომცემლობის წიგნები და პოსტერები. ადგილზე მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ საბავშვო, მხატვრული, სასკოლო და სხვა ლიტერატურა დაათვალიერონ და შეღავათიან ფასში შეიძინონ. ამასთან, გაიმართება ვიქტორინაც და გამარჯვებულს გამომცემლების მიერ დაწესებული საჩუქრები გადაეცემათ.

წლევანდელი ღონისძიება განსხვავებული და აქტივობებით დატვირთული იქნება. ორგანიზატორები სტუმრებს სასიამოვნო გარემოს, დასვენებას, გართობას და კარგ მუსიკასაც სთავაზობენ. ნებისმიერ მსურველს შეეძლება საინტერესო სპიკერების ლექციებზე დასწრება. ლევან ბერძენიშვილი ლიტერატურის მოყვარულებს თანამედროვე ლიტერატურის ტენდენციებზე ესაუბრება. მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი მსმენელებს ჯგუფ 47-სა და ინგებორგ ბახმანზე მოუყვება. ბიზნეს ლიტერატურის მოყვარულთათვის კი მასტერკლასს სოსო გალუმაშვილი ჩაატარებს.

კიდევ ერთი სიახლე, „ლიტფესტ გუდაური 2019“-ში გადაცემა „წიგნების თაროს“ მონაწილეობაა. გადაცემის გუნდი ფესტივალზე მოსულ სტუმრებს საკუთარი ცოდნის წარმოჩენის საშუალებას მისცემს. ყველას შეეძლება, ჩაერთოს „წიგნების თაროს“ თამაშში და საინტერესო პრიზებიც მოიგოს.

სუფთა ჰაერზე განტვირთვისა და დასვენების პარალელურად, ფესტივალის ორგანიზატორები სტუმრებს დღის ბოლოს კარგ მუსიკასაც სთავაზობენ, „ლიტფესტ გუდაურზე“ DJ Hatsvali დაუკრავს.

ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერი მსურველისათვის თავისუფალია. ფესტივალის ორგანიზატორები, სურვილის შემთხვევაში, სტუმრების ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფენ.

08:00 საათზე, კოსტავას 70 ნომერში, სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტი მონაწილეებისა და სტუმრების გუდაურამდე გადაადგილებას, ხოლო 19:00 საათზე თბილისში დაბრუნებას უზრუნველყოფს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42