„ბლექ სი არენა" ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს, სს "ქართული ლუდის კომპანიასთან" ერთად უმასპინძლებს
საზოგადოება - 11:39, 06 Sep, 2019     790
ხვალ, 7 სექტემბერს, Check in Georgia-ს ​ფარგლებში, „ბლექ სი არენა" ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს, სს "ქართული ლუდის კომპანიასთან" ერთად უმასპინძლებს.


ევროპული და ქართული ანსამბლების ერთობლივი კონცერტით, ფესტივალი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით უკვე მესამედ იმართება და ის 7 სექტემბერს გაიხსნება.

შეკვეთილში მდებარე „ბლექ სი არენაზე" მსმენელის წინაშე წარდგებიან ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, საქართველოდან და უცხოეთიდან. საფრანგეთს (კორსიკა) – Spartimu წარმოადგენს, იტალიას (სარდინია) კი – Castelsardo.

საქართველოს სახელით მაყურებლის წინაშე წარდგებიან: „ბერმუხა“ (აჭარა); „შილდა“ (კახეთი); ტრიო „შალვა ჩემო“ (გურია); „რიჰო“ (სვანეთი); „ბასიანი“ და „ქართული ხმები“ (თბილისი); ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი; ბათუმის ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი - „ბათუმი“.

"ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციასა და შენარჩუნებას. ჩვენც ჩვენის მხრივ პროექტში Check in Georgia-ს ფარგლებში ვართ ჩართულნი და გვინდა, რომ ქართველმა მსმენელმა ხარისხიანი მელოდიებს, ხმებს და შესრულებას მოუსმინოს. უნიკალური მრავალხმიანობის, სიმღერის, გალობის, ცეკვისა და ტრადიციების მქონე საქართველოს საშუალება ეძლევა, უმასპინძლოს განსხვავებული სტილისა და მანერის შემსრულებლებს. სს "ქართული ლუდის კომპანია" დაინტერესებულია, რომ ​მრავალხმიანობის სამშობლო - საქართველო - აქციოს ქართული და მსოფლიო ფოლკლორის მუდმივი შეხვედრისა და დაახლოების ადგილად. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მსგავსი პროექტების მხარდაჭერას და ქართული კულტურის პოპულარიზაციაში ჩვენს წვლილს აუცილებლად შევიტანთ. მას ვისაც უნდა მოუსმინოს მრავალხმიან მელოდიებს ვეპატიჟებით 7 სექტემბერს „ბლექ სი არენაზე". აუცილებლად ესტუმრეთ 7 სექტემბერს შვილებთან ერთად „ბლექ სი არენას“, მით უმეტეს, რომ ბავშვებისთვის არენას ტერიტორიაზე სპეციალური კუთხეები გაქვს მოწყობილი", აცხადებს სს "ქართული ლუდის კომპანიის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხათუნა მიქაცაძე.

„ბლექ სი არენასა” და სს "ქართული ლუდის კომპანიის" თანამშრომლობის ფარგლებში საკონცერტო დარბაზის ტერიტორიაზე სს "ქართული ლუდის კომპანიის" პროდუქციის - "ზედაზენისა" და სპეციალური საბავშვო კუთხეებია მოწყობილი, სადაც კონცერტზე დასასწრებად მისულ მაყურებელს ცივი გამაგრილებელი სასმელების მირთმევა და ბავშვების გართობა ერთდროულად შეუძლია.

თავის დროზე, სს "ქართული ლუდის" კომპანია ლუდისა და ლიმონათის სეგმენტში პირველი კომპანია იყო, რომელმაც „ბლექ სი არენასთან" თანამშრომლობისა და პროექტ Check in Georgia-ში ჩართვის სურვილი გამოთქვა და მას შემდეგ ამ თანამშრომლობას უკვე ტრადიციული სახე აქვს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42