ახალმა რადიომ „ციტრუსი“ FM97.3 ბათუმში მაუწყებლობა დაიწყო
საზოგადოება - 14:25, 04 Sep, 2019     957
ჰერეთმა ახალი, რიგით მეოთხე რადიოსადგური ბათუმში გაუშვა. ჰერეთის დირექტორისა და დამფუძნებლის რამაზ სამხარაძის თქმით, რადიო ციტრუსი მწვანე კონცხის ანძიდან გაეშვა და პირველ ეტაპზე 24 საათის განმავლობაში უწყვეტი მუსიკა, ახალი ამბები და სარეკლამო რგოლები იქნება წარმოდგენილი.


რადიო მთლიანად ადგილობრივი თანამშრომლებით დაკომპლექტდება. საწყის ეტაპზე რადიო “ციტრუსი” დაფარავს ბათუმს, ქობულეთსა და ურეკს, მიმდებარე ტერიტორისა და სანაპირო ზოლს. სამომავლოდ კი აჭარის სხვა მუიციპალიტეტებსაც. რადიოს მოსმენა შესაძლებელია ვებგვერდიდანაც www.citrusfm.live

“ვეძებთ მეგობრებს, პარტნიორებს, საინტერესო იდეების ავტორებსა და ინვესტორებს. განვიხილავთ ყველა ურთიერთსასარგებლო წინადადებასა და პროექტს. ციტრუსი “სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის” ახალი, პირველი ადგილობრივი დამოუკიდებელი,კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი (რაც გულისხმობს ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოკ-შოუებისა და შემეცნებითგასართობი პროგრამების წარმოებას) რადიოსადგურია ბათუმში FM97.3 მეგაჰერცის სიხშირის რადიოტალღაზე. ეს არის საუკეთესო ფრეშ მუსიკის და ინფორმაციის ტალღა. ციტრუსი მრავალფეროვანია! მედიასავეთ მჟავე და ტკბილიც…სასიამოვნო და სასარგებლო, ვიტამინებით სავსე და გამაჯანსაღებელი!ციტრუსი – რომელიც ყველა თაობას გვიყვარს. რადიო ციტრუსი FM97.3, რომელიც აუცილებლად შეგიყვარდებათ,ისევე როგორც გვიყვარს ბათუმი,აჭარა და საქართველო. გთხოვთ, ნებისმიერ საქმიან წინადადებაზე მოგვწერეთ მეილზე: citrusfm97.3@gmail.com ” – ნათქვამია რადიოს ფეისბუკ გვერდზე.

“ციტრუსი” სამაუწყებლო კომპანიის რიგით მეოთხე რადიოსადგურია ბათუმში. ჰერეთი საქართველოს ბაზარზე 21 წელია ოპერირებს. კახეთში რადიო ჰერეთი FM102.8, დედაქალაქში რადიო თბილისი FM93.5, ინტერნეტში რადიო Relax. კომპანიის 100 % წილის მფლობელია რამაზ სამხარაძე.

2018 წლის ნოემბერში, ევროკავშირისა და გაეროს მხარდაჭერით ჩატარებული მედიამონიტორინგის მიხედვით,რომელიც სამმა ქართულმა ორგანიზაციამ “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია”, “სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი” და “საქართველოს ინტერნიუსი” წარმოადგინა, რადიომონიტორინგის მიხედვით, ჰერეთი საქართველოში ერთადერთი კომერციული რადიოა, რომლის ახალი ამბები სიღრმისეული, ანალიტიკური და საერთაშორისო სტანდარტებისაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42