"კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ ოჯახებს დიდ დიღომში საცხოვრებელი ფართები გადაეცემა" - კალაძე
საზოგადოება - 11:58, 04 Sep, 2019     893
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ ოჯახებს დიდ დიღომში, არჩილ მეფის ქუჩის N13-სა და N15-ის მიმდებარედ საცხოვრებელი ფართები გადაეცემა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, 10 755 კვ. მ მიწის ნაკვეთზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში კომპანია „ნიუ სითი დეველოფმენტმა“ გაიმარჯვა.

„კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 3 000-ზე მეტი ოჯახია, რაც სერიოზული პრობლემაა. აღნიშნული ოჯახები ათეული წლებია ამ პრობლემით ცხოვრობენ. ჩვენ აღნიშნული პრობლემის მოგვარება დავიწყეთ და კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგა. გამოვყავით მიწის ნაკვეთები, შერჩეულია თბილისის სხვადასხვა რაიონი და ვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას. კომპანიები გვთავაზობენ წინადადებებს, ვინ უფრო მეტ ფართს გადასცემს მუნიციპალიტეტს. უკვე რამდენიმე პროექტი წარმატებით განხორციელდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ოჯახების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი სხვა შემთხვევების მსგავსად, დაბალი სარეიტინგო ქულა იქნება.

„არჩილ მეფის ქუჩის N13-სა და N15-ის მიმდებარედ არსებულ 10 755 კვ. მ მიწის ნაკვეთზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში შპს „ნიუ სითი დეველოფმენტმა“ გაიმარჯვა. ქონების მართვის სააგენტოში ორი კომპანიის განაცხადი შემოვიდა. აღნიშნულმა კომპანიამ კი დაზარალებულებისთვის გადასაცემად 9 200 კვ. მეტრის ოდენობის ფართი შემოგვთავაზა. დაზარალებულებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა თავიანთი სოციალური მდგომარეობის შესახებ, რომლის შემდეგაც ფართების გადაცემის რიგითობა განისაზღვრება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერი მოქალაქეებისთვის ფართების დაკანონების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამჯერად, ფართები საკუთრებაში 59 ოჯახს გადაეცემა.

„იმ ადამიანებისთვის, ვინც წლების განმავლობაში ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდა, ბინების გადაცემის პროცესი გრძელდება. უკვე ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ, რაც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო. დღეს, სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად საცხოვრებელი ფართები 59 ოჯახს გადაეცემა. მათ შორის, სოფელ ოქროყანაში მცხოვრებ - 30, მუხიანის დასახლების პირველ მიკრორაიონში მცხოვრებ - 23, ასევე, დიდ დიღომში, გლდანში, ვარკეთილის მესამე მასივში, მოსკოვის გამზირზე, ყვარლის ქუჩაზე და ევგენი ღვალაძის ქუჩაზე მცხოვრებ ექვს ოჯახს. მინდა, მივულოცო ამ ოჯახებს. რა თქმა უნდა, პროექტი გრძელდება, რადგან მსგავსი ოჯახები ძალიან ბევრია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42