საწარმო ,,Construction Service“, რომელიც რუსთავში მდებარეობს, მაღალი ხარისხისა და განსაკუთრებული სირთულის ლითონის კონსტრუქციებს აწარმოებს.
შპს ,,Construction Service“ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების კომპონენტის ბენეფიციარი 2015 წელს გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ორი წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში ახორციელებდა. დღეს კი, საწარმო დამოუკიდებლად აგრძელებს ფუნქციონირებას და წარმოების დაწყებიდან, დღემდე 7 მლნ ლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია აქვს განხორციელებული. აღსანიშნავია, რომ საწარმოში 280 ადამიანია დასაქმებული.
სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კომპანიამ წარმოების გაფართოება შეძლო, კერძოდ კი, თანამედროვე ხარისხის დანადგარების შეძენის შემდეგ საწარმო ყველა ტიპის ლითონის კონსტრუქციას აწარმოებს, მათ შორის: სხვადასხვა ზომის სასაწყობო მოდულებს, საფეხმავლო, საავტომობილო და სარკინიგზო ხიდებს, ხიდის სახელურებს, ხიდის წყლის შემკრებ სანიაღვრე ძაბრებს და ხიდის უძრავ და მოძრავ საყრდენებს, სხვადასხვა ზომის სათბურის კონსტრუქციებს, სხვადასხვა ტიპის ჩასატანებელ და საანკერე დეტალებს. ამასთანავე, კომპანია ევროპული წარმოების მაღალი ხარისხის ანოდირებული ალუმინის პროფილებით კარკასების დამზადებას და მონტაჟს უზრუნველყოფს.
საწარმო ასევე, ევრო ოთხი სტანდარტის უახლესი საავტომობილო ამწე კრანებს, ამწე კალათებსა და სხვადასხვა სამონტაჟო საშუალებებს ფლობს.
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმის მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა. აღნიშნული პროგრამა გულისხმობს პირველი 24 თვის განმავლობაში საბანკო კრედიტის 10% საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას. სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 150 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 5 000 000 ლარს.
მასალის გამოყენების პირობები






