"რამდენიმე ნაბიჯს გადადგამს, იატაკზე ეცემა და შველას ითხოვს... ახლოს კი არავინაა..." - 49 წლის ქალს საზოგადოების დახმარება სჭირდება
საზოგადოება - 12:29, 03 Sep, 2019     863
ნაზიბროლა სულ რაღაც 49 წლისაა, თუმცა ცხოვრებაში რა არ გადაიტანა: 18 წლის ასაკში იგი მოიტაცეს, აიძულეს გათხოვილიყო, 23 წლის განმავლობაში სცემდნენ და ძალადობდნენ; ძმამ იგი უარყო და მოტყუებით მშობლებისეულ ბინაზე უარი ათქმევინა; უფროსმა გოგომ საწოლს მიჯაჭვული ავადმყოფი დედა მიატოვა. ერთადერთი ადამიანი, რომელიც მისი ერთგული დარჩა, იყო მისი უმცროსი ქალიშვილი, 16 წლის ნია. სწორედ ის უვლის ავადმყოფ დედას.


თავის ამბავს ნაზიბროლა თვალზე ცრემლითა და ტკივილით ყვება. მას ბევრი რამ უნახავს და ბევრი გადაუტანია ცხოვრებაში, მაგრამ ნახევარი საუკუნე გამოვლილი ქალი სრულიად მარტო დარჩა თავის შვილთან და უამრავ ავადმყოფობასთან ერთად. მას აწუხებს: გულის უკმარისობა, ქრონიკული პანკრეატიტი, C ჰეპატიტი, ციროზი, ანემია, უჭირს გადაადგილდება. დროდადრო დგება, რამდენიმე ნაბიჯს გადადგამს, იატაკზე ეცემა და შველას ითხოვს... ახლოს კი არავინაა...

-ნაზიბროლა, როგორ აღმოჩნდით ასეთ მდგომარეობაში?

ნაზიბროლა: ყველაფერი 30 წლის წინ დაიწყო. ჩემმა ყოფილმა ქმარმა 4-ჯერ მომიტაცა. სამჯერ დავბრუნდი, მეოთხედ კი ცოლად გავყევი. 3 წელი შვილი არ გვიჩნდებოდა, ის მცემდა და მისი მიტოვების შემთხვევაში მოკვლით მემუქრებოდა, ასეთ სტრესულ მდგომარეობაში დავორსულდი და ჩვენ პირველი შვილი გვეყოლა. ამანაც არ უშველა ჩვენს ოჯახს, ის აგრძელებდა ჩემზე ძალადობას. არაფრის გაკეთება არ შემეძლო.

-არავინ იყო თქვენი დამცველი? სად იყვნენ თქვენი მშობლები?

ნაზიბროლა: მშობლები იმ დროს უკვე აღამ მყავდა, ძმა კი ამბობდა, რომ თუ ოჯახი შევქმენი, მასთან არ უნდა მეწუწუნა, იმიტომ რომ მასაც ოჯახი ჰყავდა სარჩენი, ზედმეტი ტვირთი გავხდებოდი მისთვის! რა დაცვაზეა საუბარი, მშობლების სიკვდილის შემდეგ მან მოტყუებით გადაიფორმა სახლი, რომელიც მე მეკუთვნოდა. ის სახლი, რომელიც მას მშობლებმა აჩუქეს გაყიდა.

-სადაა თქვენი მეუღლე ახლა?

ნაზიბროლა: იცით, ჩვენ მეორე გოგოც გვეყოლა - ნია. ახლა ის 16 წლის არის უკვე და მეხმარება....აი, ქმარმა 5 წლის წინ ისე მცემა, საავადმყოფოში აღმოვჩნდი და 4 დღე კომაში ვიყავი... ქმარს გავშორდი. უმცროსი გოგო მასთან დავტოვე, რამდენადაც ჩემი ფინანსური შესაძლებლობები იმის საშუალებას არ მაძლევდა, რომ თან წამომეყვანა ჩემი გოგონა. ნია, ყოველთვის მოდის ჩემთან, როცა მას ამის საშუალება ეძლევა, მივლის და საჭმელს მიმზადებს... მერე კი სრულ სიმარტოვეში ვარ ხოლმე.

-სადაა თქვენი უფროსი გოგონა?

ნაზიბროლა: მას შემდეგ რაც ლოგინად ჩავწექი, მეჩხუბა, დაქალთან გადავიდა და აღარც მკითხულობს, მოვკვდი თუ გადავრჩი... მათთვის ყველაფერს ვაკეთებდი, სტილისტად ვმუშაობდი, რომ საჭმლის ფული შემომეტანა ოჯახში...

-რამდენია თქვენი შემოსავალი? გყოფნით საჭმლის ფულად?

ნაზიბროლა: სოციალური დახმარება და პირველი ჯგუფის ინვალიდის პენსია - ეს არის ჩემი შემოსავალი. განსაკუთრებული კვება მჭირდება, მაგრამ თავს ამის უფლებას ვერ მივცემ. რაც შეეხება მკურნალობას, ფიქრიც კი არ მინდა ამაზე... ხანდახან გამგეობა წამლების შეძენას აფინანსებს, მაგრამ სამკურნალოდ ეს წამლები არ მყოფნის. ჩემი ჯანმრთელობა კი სულ უფრო უარესდება...

-რა გესაჭიროებათ ყველაზე მეტად?

ნაზიბროლა: მედიკამენტები და საკვები პროდუქტები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია მკურნალობის კურსს ჩატარება.

მეგობრებო, მოდითმცირედით მაინც დავეხმაროთ ნაზიბროლას, ვაჩუქოთ მას მომავლის იმედი!

თანხა შეგიძლიათ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნაზიბროლა ჩოლოევა)

თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ფონდის საიტიდანაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/503-nch/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42