80 წელი მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან - გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა პოლონეთს ბოდიში მოუხადა
მსოფლიო - 18:50, 01 Sep, 2019     899
დღეს, 1 სექტემბერს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წელი შესრულდა. გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა, რომელიც პოლონეთ-გერმანიის სასაზღვრო ქალაქში ველიუნიში სამგლოვიარო ცერემონიას ესწრებოდა პოლონეთს ნაცისტური გერმანიის მიერ ჩადებული ქმედებების გამო ბოდიში მოუხადა. სწორედ ველიუნი გახდა ნაცისტური არმიის პირველი დარტყმის ობიექტი 1939 წელს.

"თავს ვიხრი პოლონელების წინაშე, რომლებიც ფაშისტური გერმანიის ტირანიის მსხვერპლი გახდნენ და ბოდიშს ვიხდი მათ წინაშე," - განაცხადა შტაინმაიერმა პოლონურ და გერმანულ ენებზე.

სიტყვით პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდაც გამოვიდა და ნაცისტებს ბარბაროსები უწოდა.

მოგვიანებით ვარშავაში კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართება, სადაც აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიებაში მსოფლიოს 40 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ. მას ვერ ესწრებიან დონალდ ტრამპი, ემანუილ მაკრონი და ბორის ჯონსონი, თუმცა მათ საკუთარი წარმომადგენლები გამოაგზავნეს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42