მას შემდეგ რაც ბორის ჯონსონმა დიდი ბრიტანეთის დედოფალს პარლამენტის მუშაობის შეჩერების შესახებ თხოვნა გაუგზავნა, მისი მოწინააღმდეგეები აქტიურად განიხილავენ ამ საკითხს და ზოგიერთი "გაცხელებული გონება" იმ დასკვნამდეც კი მიდის, რომ დედოფალმა პრემიერ-მინისტრი უნდა გადააყენოს.
აქვს დედოფალს პრემიერის გადაყენების უფლება?
ამ კითხვაზე პასუხი ასეთია - "დიახ, მაგრამ..."როგორც მოგეხსენებათ დიდ ბრიტანეთს დაწრილი კონსტიტუცია არ აქვს, იგი საკანონმდებლო პრეცედენტებზეა აგებული. რაც შეეხება დედოფლის უფლებებს, მას ათასნაირი უფლება აქვს, მათ შორის ისეთი უცნაურიც კი, როგორიცაა ტემზის გედების სადილზე მირთმევა, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, ომის გამოცხადება და სხვა. მაგრამ მონარქები როგრც წესი ამ უფლებებს არ იყენებენ.
რაც შეეხება პოლიტიკურ უფლებებს. დღევანდელ რეალობაში მას მცირე უფლებები აქვს იმ საკითხში, რომელიც ეხება პრემიერ მინისტრს, მთავრობას ან პარლამენტს.
მას არ შეუძლია მთავრობის დათხოვნა, მას პრემიერი აყალიბებს. მართალია დედოფალი პრემიერს თვითონ ნიშნავს, მაგრამ ეს უნდა იყოს ის პარლამენტის წევრი, რომელიც დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერას მოიპოვებს, თვითომ დედოფალს მისი არჩევის უფლება არ აქვს.
რაც შეეხება გადაყენებას. თუ პრემიერ მინისტრის პარტია აგებს არჩევნებს, იგი წერს განცხადებას გადადგომის შესახებ, რომელსაც ამტკიცებს დედოფალი. რა ხდება, თუ ეს ადამიანი განცხადებას არ დაწერს? მაშინ დედოფალს აქვს უფლება თავად გადააყენოს ის. შესაბამისად, მას აქვს პრემიერის გადაყენების უფლება, ამის იმედი აქვს ბრექსიტის მოწინააღმდეგეებს.
ბუნებრივია, ასეთი რამ არასდროს მომხდარა - ტრადიციები უფრო ძლიერია, ვიდრე რომელიმე ადამიანის ნებასურვილი.
ანალოგიური შემთხვევაა პარლამენტის მიერ მიხებული კანონების დამტკიცებაც.
რაც შეეხება ომის გამოცხადებას, ეს უფლება მეირე მსოფლიო ომის დროს ელისაბედ მეორის მამამ გეორგ მეორემ გამოიყენა - მან ფაშისტურ გერმანიას ომი გამოუცხადა. ელისაბედ მეორეს ეს უფლება არ გამოუყენებია და ახლა ამის უფლება არც აქვს - ამას მთავრობა წყვეტს.
ასევე მას აქვს თავის ქვეშევრდომებს ქონება მიანიჭოს ან წაართვას, თუმცა, ესეც ცხადია ანაქრონიზმია.
კიდევ ერთი უფლება, რომელსაც დედოფალს გააჩნია არის მტავრობის გადაწყვეტილების იგნორირება, თუ ქვეყანაში სერიოზული საკონსტიტუციო კრიზისია. იმედია, დღევანდელი კრიზისი ამ დონემე არ მივა.
დანარჩენი პრივილეგიები - პარლამენტის სესიის გახსნა და სიტყვით გამოსვლა, მინისტრების და ლორდების დანიშვნა, ქვეშევრდომევბის ტიტულებით დაჯილდოება - მხოლოდ ცერემონიალურ ხასიათს ატარებს და ამ კუთხითაც საქმეში მინისტრთა კაბინეტი ერთვება.
თავად დედოფალი ყველა კანონზე მაღლა დგას - არ შეიძლება მისი პასუხისგებაში მიცემა, არ შეიძლება აიძულო ჩვენების მიცემა სასამართლოში. მას არ ეხება ინფორმაციის თავისუფლების კანონიც.
მეტიც - დედოფლის ავტომანქნანას შეუძლია იმ სიჩქარის განვითარება, რაც მოესურვება, მისთვის არ არსებობს შუქნიშნები და აშ. სხვათაშორის თავად დედოფალს არც მართვის მოწმობა აქვს არც პასპორტი - ეს დოკუმენტები მისი სახელით გაიცემა.
საბედნიეროდ, დედოფალი ამ უფლებებს არ იყენებს, ისევე როგორც შეწყალების უფლებას. ის მან საკუთარი ნებით მხოლოდ ორჯერ გამოიყენა - პირველად 2001-ში როდესაც შეიწყალა ორი დამნაშავე, რომლებმაც ციხის ფერმის მეთვალყურის სიცოცხლე იხსნეს, როდესაც მას ტახები დასხნენ თავს.
მეორე შემთხვევა უფრო რეზონანსული იყო - მან 2013 წელს, სიკვდილის შემდეგ შეიწყალა "ინფორმატიკის მამა" ალან ტიურინგი, რომელიც 50-იან წლებში, მაშინ მოქმედი კანონმდებლობით, ჰომოსექსუალიზმის ბრაკდებით გაასამართლეს.
კიდევ ერთი უფლება, რომელზე 1992 წელს დედოფალმა ნებაყოფლობით უარი განაცხადა, გადასახადების არ გადახდის უფლება იყო. ამ დროიდან მოყოკებული, დედოფალი, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, რეგულარულად იხდის გადასახადებს.
ეს არ არის სრული სია, თუ რა უფლებები აქვს დედოფალს, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ტრადიცია და პოლიტიკური კულტურა ადამიანის ხუშტურებზე მაღლა დგას.
მასალის გამოყენების პირობები






