Fly Jordan-ს საქართველოში დაფრენის ნებართვა მიეცა
საზოგადოება - 19:42, 29 Aug, 2019     1082
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანია Fly Jordan-ს საქართველოში დაფრენის ნებართვა მიეცა. საუბარია ჩარტერულ რეისზე, რომელიც ავიაკომპანიის ინფორმაციით, იორდანიულ კომპანიას DALLAS TRAVEL AND TOURISM-თან ერთად ბათუმში 30 აგვისტოს აქვს დანიშნული.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანახმად, განიხილეს Fly Jordan-ის განაცხადი ამანი-ბათუმი-ამანის საჰაერო ხაზზე დამატებით 7 ჩარტერულ რეისთან დაკავშირებით და ნებართვა დადგენილი ვადების დაცვით გაიცა:

“სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განიხილა ავიაკომპანია Fly Jordan-ის განაცხადი ავიაკომპანიის მიერ ამანი-ბათუმი-ამანის საჰაერო ხაზზე დამატებით 7 ჩარტერული რეისის განხორციელებასთან დაკავშირებით და ნებართვა დადგენილი ვადების სრული დაცვით გასცა. ავიაკომპანია „Fly Jordan”-მა ამანი-ბათუმი-ამანის საჰაერო ხაზზე დამატებითი არარეგულარული ჩარტერული რეისების განხორციელების თაობაზე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განაცხადები მიმდინარე წლის 21-25 აგვისტოს შუალედში შემოიტანა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ავიაკომპანია „Fly Jordan“-ზე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გაიცა 54 რეისის განხორციელების ნებართვა. ავიაკომპანიის მხრიდან შესრულდა 26 რეისი და მისივე ინიციატივით გაუქმდა 16 რეისი. გაცემული ნებართვის ფარგლებში, „Fly Jordan“-მა უნდა შეასრულოს 12 რეისი, ხოლო 21-25 აგვისტოს შემოტანილი განაცხადებით ითხოვდა დამატებით 7 სიხშირის შესრულებას. სააგენტო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს დადგენილ ვადებში, არსებული სამართლებრივი ჩარჩოს, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით და მონიჭებული დისკრეციის ფარგლებში. საქართველოსა და იორდანიას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ გაფორმებული შეთანხმება ლიბერალურ პრინციპებს ეყრდნობა და ამის მაგალითი არაერთი იორდანიული ავიაკომპანიაა, რომლებიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებდნენ.” – აცხადებენ სააგენტოში.

როგორც „ნიუპოსტს“ საქართველოში FLY JORDAN ოფიციალური წარმომადგენელმა თამარ გუნდაძემ გუშინ განუცხადა, მას ყოველგვარი განმარტებისა და კონკრტული მიზეზების გარეშე განუცხადეს, რომ დაფრენის ნებართვა შეუჩერდებოდა. მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აქტიური ტურისტული სეზონის დროს შეუჩერა FLY JORDAN საქართველოში დაფრენის უფლება, აჩენს ეჭვს, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და Georgian Airways-ს შორის გარკვეული შეთანხმება არსებობს.

„ფრენა არის დანიშნული 30 აგვისტოს და თუ თვითმფრინავს ვერ დავსვამთ, კომპანია გადის ძალიან დიდ ზარალზე, შესაბამისად სამართლებრივი დავის გარეშე ეს საკითხი ვერ მოგვარდება. თუ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ნებართვას არ გასცემს ის 5 ჩარტერული ფრენა, რომელიც უკვე დანიშნულია, ბილეთებიც გაყიდულია და სასტუმროებში ჯავშნებიცაა გაკეთებული, ყველაფერი მიდის ზიანზე.

მნიშვნელოვანი ისაა, რუსული ტურისტული ბაზრის დაკარგვის შემდეგ მათი თხოვნა იყო, რომ კომპანიას დამატებითი ფრენები ეწარმოებინა. მხარდაჭერა გამოვუცხადეთ ქვეყანას, რომ უნდა ყოფილიყო 19 ჩარტერი, ჯამში 30 ფრენა გამოვიდა.

ხდება ის, რომ Georgian Airways არ აძლევს იორდანია დაშვების საშუალებას, იმიტომ რომ ხელშეკრულების თანახმად თვითმფრინავის მგზავრების 30% ტურისტი უნდა იყოს, ეს არ აქვს და მხოლოდ იორდანიის მოქალაქეები გადაჰყავს. ოფიციალური წერილი არ მოგვსლია რომ დაშვების უფლება არ გვაქვს, მხოლოდ სატელეფონო ზარი განხორციელდა და სამოქალაქო ავიაციის დირექტორმა განაცხადა, რომ რადგან Georgian Airways -ს არ აქვს დაშვების უფლება, არ აძლევენ უფლებას FLY JORDAN განახორციელოს ფრენა.

მიზეზი იმდენად არასამართლებრივია, სამართლებრივ ჩარჩოებში იქნებოდა, რომ ეს კომპანიები ყოფილიყო მსგავსი, FLY JORDAN არის კერძო კომპანია, რომელსაც ნებართვის გაცემა არ ეხება და ქართულ კომპანიას ვერც აკრძალვებს ვერ დაუწესებს. მოთხოვნა რომ FLY JORDAN ნებართვა დააწესოს არასწორია, ვფიქრობდი, რომ რაღაც გაურკვევლობა იყო“ - აცხადებდა ნიუპოსტთან თამარ გუნდაძე და თუკი საკითხი არ მოგვარდებოდა, კომპანია სასამართლოში სარჩელს შეიტანდა.

დღეს, 29 აგვისტოს, უკვე უწყების ოფიციალური განცხადებიდან გახდა ცნობილი, რომ ავიაკომპანიაზე დაფრენის ნებართვა გაიცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42