ვლადიმერ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია გახდა.
პრეზიდენტის პარტია მეცხრე მოწვევის რადაში უმრაველოსობაშია. მას 254 დეპუტატი ეყოლება, ფრაქციის თავმჯდომარე კი დავით არახამია იქნება.
არახამია სოჭში დაიბადებული და ბავშვობაში გაგრაში გაატარა. 1992 წელს აფხაზეთში რუსეთ-საქართველოს ომი დაწყების შემდეგ ის უკრაინაში გადავიდა საცხოვრებლად.
დევიდ ბრაუნის ფსევდონიმით ცნობილი არახამია არის საინფორმაციო ტექნოლოგიური კომპანია „თემფლეით მონსთერის“ დამფუძნებელი. ის ასევე გახლავთ მოხალისეობრივი პროექტის, „სახალხო ფრონტის“ იდეის ავტორი, რომლის მონაწილეებიც დონბასში მებრძოლ უკრაინელ სამხედროებს ეხმარებიან.
2019 წლის ივლისში ზელენსკიმ არახამია სახელმწიფო კონცერნ „უკრობორნპრომის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დანიშნა.
რაც შეეხება ახალი მოწვევის რადაში ოპოზიციურ ფრაქციებს, ასეთი სულ ხუთი იქნება. ყველაზე მრავალრიცხოვანი ოპოზიციური ფრაქცია პრორუსულ პარტიას „ოპოზიური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“ ჰყავს და მის შემადგენლობაში 44 დეპუტატია. 25 დეპუტატი ჰყავს იულია ტიმოშენკოს „ბატკივშინას“.
მასალის გამოყენების პირობები






