„უკან მივდივართ, არასწორ გზაზე ვდგავართ“, - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ქეით ო’ ბრაიანი.
მისივე ინფორმაციით, ქვეყნები, რომლებმაც „წითელასგან გათავისუფლებულის“ სტატუსი დაკარგეს, ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევიან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, წითელას შემთხვევების მატება მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფიქსირდება. წელს მსოფლიოში აღნიშნული დაავადების 365 000 ფაქტი დაფიქსირდა.
"ნიუპოსტი" დაინტერესდა, რა მდგომარეობაა საქართველოში და ემუქრება თუ არა საფრთხე ჩვენს ქვეყანას.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე შემოდგომიდა წითელას ვირუსის მატებას ვარაუდობს და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს:
"მთელი ეს პერიოდია აქტიურად ვეუბნებით მოსახლეობას - წითელა, წითელა... ვიხვეწებით, მოვუწოდებთ მათ ვაქცინაციისკენ, აიცერით! მეორე წელიწადზე მეტია წითელა ვერ მოვიშორეთ. შემოდგომაზე იგiვე ვარიანტია, რომ ისევ მოიმატოს. მასობრივად უნდა მოხდეს ვაქცინაცია. თუ მასობრივად არ მოხდა აცრა ეს არ გაჩერდება. ვინც აცრილია მას არ დაემართება"- თქვა იმნაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






