სასამართლომ ვალდებულება დააკისრა „ბალტიის არხს“ სამი თვით შეწყვიტოს იმ პროგრამების ტრანსლაცია, რომლებიც მომზადებულია ევრო-კავშირის არაწევრი ქვეყნების მიერ. ამის მიზეზი გახდა რუსული „პირველი არხის“ 4 ოქტომბერს გასული პროგრამა „ადამიანი და კანონი“, რომელშიც დამახინჯებულად და ტენდენციურად იქნა წარმოდგენილი 1991 წლის 13 იანვარს განვითარებული, ვილნიუსის მოვლენები.
1990 წლის 11 მარტს, ლიტვის უმაღლესმა საბჭომ რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საბჭოთა ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მიიჩნა. 1991 წლის იანვარში ლიტვაში დაიწყო არასანქცირებული აქციები, რის შემდეგაც რესპუბლიკაში გადასროლილი იქნა სპეც-რაზმები, რომელთაც სტრატეგიული ობიექტები დაიკავეს. 13 იანვარს ღამით საბჭოთა ჯავშან-ტექნიკა ვილნიუსის ცენტრისკენ გაემართა. ტელეცენტრთან მომიტინგეებისა და სამხედროების დაპირისპირებას 14 ადამიანის დაღუპვა, ხოლო 600-ის დაჭრა მოჰყვა.
მასალის გამოყენების პირობები






