აშშ-ში იზრდება ფილტვების მძიმე დაავადებულთა რიცხვი, რომლის გამომწვევი მიზეზიც ელექტრონული სიგარეტია. გასულ კვირას ამ მიზეზით პირველი პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ დოიჩე ველე ავრცელებს.
გარდაცვლილის ავადმყოფობის ისტორიაში ნათქვამია, რომ ისი ჰოსპიტალზებული იყო "სასუნთქი გზებისა და ფილტვების უცნობი დაავადებით" და "ავადმყოფი ელექტრონულ სიგარეტს ეწეოდა".
ილინოისის შტატის ჯანდაცვის უწყება გარდაცვლისის ვინაობას, ასაკს სქესს არ ასახელებს.
ზოგადად, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ცნობით, 2019 წლის 1 ივლისისთვის, აშშ-ის 22 შტატიდან ვაიპინგის შედეგად ფილტვების მძიმე დაავადებით საავადმყოფოშ მოთავსებულია 193 პაციენტი. ყველა მათგანი ელეტრონული სიგარეტის მომხმარებელია, თუმცა ექიმები ვერ ადგენენ, კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა დაავადების გამოწვევის საბაბი.
აშშ-ში. ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ელექტრონული სიგარეტის უამრავი ნაირსახეობა იყიდება, ასევე ათასობითაა სითხეები, რომლებიც მასში გამოიყენება. დაავადების კონტროლის ცენტრის მონაცემებით განსაკუთრებით გახშირდა არასრულწლოვანთა რიცხვი, რომლებიც ამ სიგარეტს ეწევა. ,არტი 2018 წელს დაფიქსირებულია 3,6 მილიონი მწეველი მოზარდი, 1,5 მილიონით მეტი 2017 წელთან შედარებით, რაც გამოწვეულია იმით, რომ ელექტრონული სიგარეტი ჩვეულებრივზე ნაკლებად მავნედ ითვლება.
მასალის გამოყენების პირობები






