ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ბრიტანული საინვესტიციო ფონდის Hermitage Capital-ის იურისტის სერგეი მაგნიტსკის სარჩელი მისი გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ დააკმაყოფილა. მაგნიტსკი 2009 წელს რუსეთის ციხეში "Матросская тишина" 2009 წელს გარდაიცვალა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა მოსარჩელეებს 34 ათასი ევრო უნდა გადაუხდოს. მან დაადგინ, რომ იურისტის სიკვდილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არასრულფასოვანი სამედიცინო დახმარების აღმოცენის გამო გარდაიცვალა, ასევე საქმეში აღნიშნულია რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევა.
პირველი სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში თავად მაგნიტსკიმ სიკვდილამდე რამფენიმე თვით ადრე შეიტანა. შემდეგ სასამართლო წარმოებაში მისი დედა და მეუღლე ჩაერთვენ.
ამასთან, სასამართლომ ვერ დაინახა ფარღვევები მაგნიტსკის ციხეში ყოფნის პირობებსა და მისი დაპატიმრების ვადის ხანგრძლივობაში.
იმ ფაქტს, რომ სტრასბურგმა არ დაადასტურა დარღვევები მაგნიტსკის დაკავებასა და დაპატიმრების პროცესში, რუსეთის იუსტიციის სამინისტრო გამოეხმაურა. "ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ მაგნიტსკისთვის თავისუფლების აღკვეთის უკანონობის თაობაზე სარჩელი უსაფუძვლო იყო," აცხადებს უწყება. აქვე სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლომ არ დაავალა რუსეთს გადახედოს მაგნიტსის საქმის წარმოებას.Hermitage Capital-ის ხელმძღვანელი უილიამ ბრაუდერი აღნშნავს, რომ სასამართლომ მთლიანად გააბათილა ის ფეიკ-ინფორმაცია და ჭორები, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება და მის მიერ დაფინანსებული დასავლური მედიასაშუალებები ავრცელებდნენ მაგნიტსკის წინააღმდეგ წლების მანძილზე. მაგნიტსკის ოჯახის ადვოკატი მიესალმა სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა, აღნიშნა, რომ მას არ ეთანხმება მას და მაგნიტსკისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება უკანონო იყო.სერგეი მაგნიტსკი 2008 წელს დააპატიმრეს, უილიამ ბრაუდერისთვის გადასახადების დამალვაში ხელშეწყობისთვის. თავად მაგნირსკი კი ამტკიცებდა, რომ გახსნა მაქინაციები, რომლის მეშვეობითაც შსს მაღალჩინოსნები ფიქტიურად აბრუნებდნენ ხაზინიდან დღგ-ს და რუსეთის ბიუჯეტის თანხები საზღვარგარეთ გაჰქონდათ. საუბარია 5,5 მილიარდ რუბლზე. ერთი წლის შემდეგ მაგნიტსკი ციხეში გარდაიცვალა და ოფიციალურ მიზეზად მისთვის არასრული სამედიცინო დახმარების აღმოჩენა გახდა. 2013 წელს რუსეთის სასამართლომ, მაგნიტსკი სიკვდილის შემდეგ დამნაშავედ ცნო და მისი გარდაცვალების საქმე დახურა.მაგნიტსკის საქმეს ცივილიზებულმა სამყარომ "პუტინიზმის ბნელი მხარის დოკუმენტური დასტურება" უწოდა. სწორედ ამ საქმის გამო დაუწესდა სანქციები რუს ჩინოვნიკებს.
მასალის გამოყენების პირობები






