"9 დღეში ჯამში 8 000 ლარი დავხარჯე, ვერ დავისვენე, ვერ ვისიამოვნე" - რას ნიშნავს აგვისტოში საქართველოში დასვენება
საზოგადოება - 11:12, 27 Aug, 2019     30081

კამპანიას “გაატარე ზაფხული საქართველოში” ლევან ჯავახიშვილი შეუერთდა და მომავალ დამსვენებლებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.

„როგორც ყველა მეც შევუერთდი იმ მოსაზრებას, რომ გარკვეული მიზეზების გამო ამ ზაფხულს უარი ვთქვი ევროპა-აზიაზე და ჩემი შვებულება გავატარე საქართველოში.

მოკლედ, მოგიყვებით რას ნიშნავს აგვისტოს თვეში დასვენება საქართველოში:

მოგზაურობა დავიწყე რაჭა-კრიხი Glamping Georgia-ით, გავჩერდი სულ 2 დღე, ფასი 1 დღე – 140 ლარი 2 ადამიანზე + საწვავი და კვება 300 ლარი, სანამ დავჯავშნე მითითებული იყო რომ საუზმე შედის, საუზმის გარდა ყველაფერი იყო, მაგას ჯობია არ დაწერონ რომ საუზმე შედის.

ჯამში = 580 ლარი

გავაგრძელე – საირმე – Best Western Sairme Resort

გავჩერდი სულ 2 დღე: ფასი 1 დღე 300 ლარი 2 ადამიანზე, სამჯერადი კვება შედის,

ნომრის ფასში შედის ღია აუზიც მაგრამ, სამი სასტუმროს დამსვენებელი რანაირად უნდა დაეტიოს 10 კვადრატში არ ვიცი, რანაირად, როგორ — იძულებული ხდები შეხვიდე დახურულ აუზში, რომელიც ფასიანია და იხდი დამატებით.

+ საწვავი 160 ლარი

+ სპა/ბასეინი/საუნა 40 ლარი

+ მასაჟი 45 ლარი

ჯამში – 845 ლარი

გავაგრძელე – ურეკი – კოტეჯები ურეკში.

გავჩერდით 5 დღე, ფასი 1 დღე 100$ იხდი 295 ლარს და ტელევიზორი ვერ ჩავრთე, აბაზანაში (დუში) გატეხილი იყო და ვერაფრით შევაცვლევინე, ყოველ დარეკვაზე მეუბნებოდნენ ერთ საათში მოვა ტექნიკოსიო, ამასობაში გავიდა ის 5 დღეც, 7 ადამიანი ვიყავით, რადგან ბავშვები მყავდა მომიწია მინივენის ქირაობა, 5 დღეში 420 ლარი გადავიხადე + საწვავი 280 ლარი. დღეში საშუალოდ 300-350 ლარი დაჯდა ორჯერადი კვება.

+ ციცინათელა (ატრაქციონები) -200 ლ

+ ბათუმი (დელფინარიუმი) – 140 ლ

+ იახტით გასეირნება ზღვაში -70 ლ

შეზლონგებში სულ დავხარჯე 105 ლ

+ ველოები, ნაყინები და ათასი რამ დაახლოებით 450-500 ლარი

რა თქმა უნდა, ამ 5 დღის მანძილზე მზე მხოლოდ 1 საათით გამოვიდა და დანახვაც ვერ მოვასწარი.

ჯამში – 4940

გამოვიდა ჯამში 9 დღე და მთლიანმა ბიუჯეტმა შეადგინა = 6365 ლარი

უბრალოდ უხერხულია ყველა წვრილმანი ჩამოვთვალო და ჯამში 8,000 ლარი დავხარჯე.

შედეგი, ვერ დავისვენე, ვერ ვისიამოვნე, ვერ მივიღე რუჯი, ჩამოთვლილთაგან არც ერთ ადგილას არ ვარგა სერვისი, მომსახურეობა და რაიმე სხვაზე ხომ ზედმეტია საუბარი, ამ თანხით ევროპაში 2 -ჯერ წავიდოდი 10-10 დღით და ბევრად კმაყოფილი ვიქნებოდი.

ფასები არარეალურად დიდია არსებულ რეალობასთან, არ ვწუწუნებ, უბრალოდ ვამბობ იმას, რომ აღარასდროს გავაკეთებ იგივეს და აუცილებლად წავალ დასასვენებლად ევროპა ან აზიაში”.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42