ლეონიდ ჩერნოვეცკის სახელით გიორგის სულაშვილს ფინანსური დახმარება გაეწია
საზოგადოება - 18:14, 26 Aug, 2019     931
ჩერნოვეცკის ფონდის დირექტორმა ელენე პოლიშუკმა 10 000 დოლარი გადასცა გიორგი სულაშვილს, რომელმაც 20 ივლის პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის დაშლის დროს ცალი თვალი დაკარგა.


ათასობით ახალგაზრდის პროტესტმა შედეგი გამოიღო. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს საზოგადოებას ეძლევა შანსი დეპუტატად აირჩიოს ქვეყანის ჭეშმარიტი პატრიოტები, რომლებიც პარლამენტარის მანდატის მეშვეობით ხალხის კეთილდღეობაზე იზრუნებენ და არ მოახდენენ მათი ინტერესების იგნორირებას, როგორც ამას ხშირად აქვს ადგილი დღევანდელ დღეს.

„ლეონიდ ჩერნოვეცკი თვლის, რომ ამ მამაცი ახალგაზრდების დამსახურებით, საქართველო დემოკრატიული განვითარების ახალ საფეხურზე დგება, ეს არის დიდი გამარჯვება! სწორედ ამიტომ ლეონიდ ჩერნოვეცკიმ, როგორც საქართველოს მოქალაქემ და პატრიოტმა, მიიღო გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა გიორგი სულაშვილის გამოჯანმრთელების საქმეში“, - განაცხადა ფონდის დირექტორმა ელენე პოლიშუკმა.

გიორგი სულაშვილი გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა მკურნალობას. სექტემბერში იგი კვლავ მიემგზავრება ევროპაში, სადაც მას მორიგი ოპერაცია ჩაუტარდება. გიორგის თქმით, ოპერაციას და მკურნალობას ამ ეტაპზე სახელმწიფო აფინანსებს, თუმცა მან არ იცის დაუფინანსებს თუ არა სახელმწიფო შემდგომ ოპერაციებს. ამიტომ ეს თანხა მისთვის წარმოადგენს გარანტიას, რომ მკურნალობა და ოპერაცია დაფინანსებული იქნება.

„გადაეცით ბატონ ლეონიდს ჩემი უღრმესი მადლობა დახმარებისთვის. მე ვიცი, რომ იგი საქართველოს პატრიოტია და ძალიან დიდი მნიშვნელობის საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა ჩვენს ქვეყანაში. ბატონო ლეონიდ, მიგულეთ თქვენს გვერდით“, - განაცხადა გიორგი სულაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, ლეონიდ ჩერნოვეცკის სახელით 10 000 დოლარი გადაეცა აქციის დაშლის დროს დაზარალებულ კიდევ ერთ მონაწილეს - მაკო გომურს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42