პირველად ისტორიაში G7-ის სამიტი შემაჯამებელი დოკუმენტის მიღების გარეშე სრულდება. ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს კიდევე ერთხელ ცხადყოფს მსოფლიოს წამყვან ქვეყანათა ლიდერებს შორის აზრთა სხვადასხვაობას.
ღონისძიების მთავარი მოულოდნელობა სამიტის მიმდინარეობისას ბეარიცში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასვლა იყო, რომელიც მაკრონს და ფრანგ კოლეგას შეხვდა. მოჰამად ჯავად ზარიფი თქმით, ირანის დიპლომატიური აქტიურობა გრძელდება, ეს გზა სირთულეებითაა აღსავსე, თუმცა, ის მცდელობას არ დააკლებს, რომ კონსტრუქციული პარტნიორები მოძებნოს.
სამიტის ფარგლებში ერთმანეთს ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი და ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკიც შეხვდნენ. საუბრის თემა Brexit-ი იყო, თუმცა, რაიმე პროგრესი ამ მიმართულებით მიღწეული არ იყო. მხარეებმა უბრალოდ დაადასტურეს, რომ ბრიტანეთი და ევროკავშირი 31 ოქტომბრის (ბრიტანეთის საბოლოო გასვლის თარიღი) შემდეგაც მეგობრებად დარჩებიან.
აქვე ტრამპმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში აშშ ბრიტანეთთან უპრეცედენტოდ მსხვილ სავაჭრო ხელშეკრულებას დადებს.
"შვიდთა ჯგუფის" გარდა ბეარიცში იმყოფებოდნენ ეგვიპტის, ინდოეთის, სენეგალის, ჩილეს და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ლიდერები, რომლებთამ ერთადაც კლიმატური ცვლილებებისა და მსოფლიოს არათანაბარი განვითარების საკითხები განიხილეს.
კიდევ ერთიო საკითხი რუსეთის ორგანიზაციაში დაბრუნება და მომავალი წლის სამიტზე დაპატიჟება იყო, რომელიც ასევე ვერ გადაწყდა, რადგან ლიდერებმა ჩათვალეს, რომ ჯერჯერობით არ აღმოფხვრილა ის პრობლემები, რომლის გამოც 2014 წელს ქვეყანა ორგანიზაციიდან გარიცხეს.
მასალის გამოყენების პირობები






