„არ მინდა სიკვდილი“... „დედა, გთხოვ არ მოკვდე“ - ქმარმა ყოფილი ცოლი 10 წლის შვილის თვალწინ მოკლა (ფოტო, ვიდეო)
მსოფლიო - 14:56, 26 Aug, 2019     11608
თურქეთში, ცენტრალური ანატოლიის რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში, ქირიქკალეში ქმარმა ყოფილი ცოლი 10 წლის შვილის თვალწინ მოკლა. შემთხვევა 20 აგვისტოს ქალაქის ერთ-ერთ კაფეში მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს მკვლელობას წინ ბავშვის მეურვეობასთან დაკავშირებით კამათი უძღოდა.


სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს რომ სასიკვდილოდ დაჭრილი ემინე ბულუტი იძახის „არ მინდა სიკვდილი“, შვილი კი ეხვეწება „დედა, გთხოვ არ მოკვდე“.

ემინე ბულუტის ყოფილი ქმარი ფადან ბარაინი დანაშაულის ადგილიდან გაიქცა, თუმცა პოლიციამ მოგვიანებით მისი დაკავება შეძლო. სასწრაფომ ემინე ბულუტი საავადმყოფოში გადაიყვანა, ექიმების მცდელობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

აღნიშნულმა შემთხვევამ კიდე ერთხელ წინ წამოსწია თურქეთში ქალთა უფლებებისა და ფემიციდის საკითხი. ემინე ბულუტის მკვლელობის გამოეხმაურნენ თურქული შოუბიზნესის ვარსკვლავები, თურქული საფეხბურთო კლუბები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკოსები.

“არ მინდა სიკვდილი“- ეს სინამდვილეში ყველა მოკლული ქალის ყვირილია
„დედა, გთხოვ, არ მოკვდე“- ყველა ობოლი ბავშვის ცრემლი.

ჩვენ დავკარგეთ ემინე ბულუთი მამაკაცების მხრიდან ძალადობის გამო. ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ ყველა ქალსა და ბავშვს ძალადობასთან ბრძოლაში და ასე გავაგრძელებთ.“- დაწერა twitter-ზე სტამბოლის მერმა ეკრემ იმამოღლუმ.

სტამბოლის საფეხბურთო კლუბებმა საფეხბურთო მატჩებზე ემინე ბულუტთან დაკავშირებით ბანერები გამოფინეს. ბეშიკთაშმა მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო, ფენერბაღჩეს ფეხბურთელებს კი ემინეს სახელი მაისურზე ეწერათ.

ფართომასშტაბიანი აქციები ჩატარდა ქალთა ძალადობის წინააღმდეგ თურქეთის დიდ ქალაქებში. ქალთა უფლებების დამცავი ორგანიზაციები პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს ადანაშაულებენ იმაში, რომ მისი ხელისუფლება საკმარისად არ იბრძვის ქალების მკვლელობებისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ.

ქალთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის "We Will Stop Femicide"-ის მონაცემებით 2019 წლის გასულ 7 თვეში თურქეთში 245 ქალი მოკლეს, მათგან 32 ივლისის თვეში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42