პირველი დანაშაული კოსმოსში - საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან საბანკო ანგარიში გატეხეს
მსოფლიო - 17:35, 24 Aug, 2019     1367

NASA იძიებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მომხდარ ინციდენტს, რაც დადასტურების შემთხვევაში შეიძლება პირველი დანაშაული გახდეს, რომელიც კოსმოსში მოხდა. საქმე ეხება კოსმოსიდან სხვისი საბანკო ანგარიშის გატეხვას.

ამერიკელი ასტრონავტი ენ მაკლეინი აღიარებს, რომ კოსმოსურ სადგურზე ყოფნისას იგი მისი ყოფილი ერთსქესიანი მეუღლის საბაკო ანგარიშზე მისგან დაუკითხავად შევიდა. ამასთან, ენი თვლის, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია.

საქმე მას შემდეგ გახმაურდა, რაც ენის მეუღლემ სამერ უორდენმა აშშ-ის ფედერალურ სავაჭრო კომისიაში სარჩელი შეიტანა მის საბანკო ანგრაიშზე არასანქცირებული შესვლისა და პირადი მონაცემების მოპარვის გამო. საქმეს ასევე NASA-ს გენერალური ინსპექტორი იძიებს.

"ჩემი კლიენტი აცხადებს, რომ მას უკანონო არაფერი ჩაუდენია. კოსმოსში ყოფნისას მას სურდა დარწმუნებული ყოფილიყო, რომ ოჯახური ბიუჯეტი წესრიგშია, გადასახადებისთვის ფული საკმარისია და მათი ვაჟის საჭიროებისათვის, რომელსაც წყვილი ერთად ზრდიდა, ფული საკმარისია.," - აცახდებს ასტრონავტის ადვოკატი.

სამხედრო მფრინავი ენ მაკლეინი და სამხედრო საჰაერო ძალების დაზვერვის ოფიცერი სამერ უორდენი 2014 წელს დაქორინდნენ. გაყრის შესახებ განაცხადი უორდენმა 2018-ში შეიტანა. მაკლეინს ერაყში 800 საბრძოლო გაფრენა დაუგროვდა. 2013 წლიდან მისით NASA დაინტერესდა.

მაკლეინმა კოსმოსურ სადგურზე 6 თვე გატარა და შეეძლო სხვა ქალ კოსმონავტებთან ერთად 2019 წლის 8 მარტს ღია კოსმოსშიც გასულიყო, თუმცა, მისთვის შესაფერისი სკაფანდრი ვერ მოიძებნა.

რაც შეეხება კანონებს - კოსმოსურ სადგურზე, რომელსაც ერთდროულად ფლობენ აშშ, რუსეთი, კანადა, იაპონია და ევროპის კოსმოსური სააგენტო, ყველა კოსმონავტის მიმართ ის კანონი მოქმედებს, რომელიც მის ქვეყანაშია. იგივე ეხება ქონებას და მისი განკარგვის წესსაც.

ბოლო ხანებში, როდესაც დღის წესრიგში კოსმოსური ტურიზმის განვითარების საკითხი დადგა, აქტუალური გახდა ერთიანი კოდექსის შემუშავება, რომელიც კოსმოსში სისხლის სამართლებრივ და ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებს დაარეგულირებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42