"საცოდაობა იყო...ორი ანგელოზივით ბიჭის ფერფლი გადმოვიტანეთ დანახშირებული მანქანიდან" - რას ყვებიან საზარელი ავარიის თვითმხილველები
საზოგადოება - 16:10, 24 Aug, 2019     1329
რამდენიმე დღის წინ, სოფელ ნოსირში საზარელი ავარია მოხდა, რამაც ორი ახალგაზრდა მამაკაცის - 21 წლის შოთა მაჩიტაძის და 25 წლის ვალერი თუშიაშვილის სიცოცხლე შეიწირა.


თვითმხილველები ყვებიან, რომ მსგავსი მასშტაბის ავარია და ცეცხლის ალში გახვეული ავტომობილები მანამდე არასდროს უნახავთ. არსებული ინფორმაციით, ორივე ავტომობილი გაზზე მუშაობდა, ამიტომ აფეთქება საკმაოდ მძლავრი აღმოჩნდა.

„რაც მე დავინახე, არასდროს დამავიწყდება. რამდენიმე წამში მოხდა აალება და მანქანები ცეცხლში გაეხვია. 200-300 მეტრიდან მეზობლებს ვედროებით წყალი მოგვქონდა, მაგრამ ვინ ჩააქრობდა ცეცხლის უზარმაზარ ენებს, რომლებშიც ავტომობილები და მასში მყოფი ადამიანები იყვნენ გახვეულნი?! საცოდაობა იყო. შველა გვინდოდა, მაგრამ აგიზგიზებულ ცეცხლს ვერავინ ვეკარებოდით“, - ყვება თვითმხილველი რომან ჩიტაია.

„ამ პერიმეტრზე გზის დაგების სამუშაობი მიმდინარეობს. ორი კვირის წინ გზა გადათხარეს და იმის შემდეგ არავინ გამოჩენილა. ეს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავატომობილი გზა არის და მანქანები მაღალი სიჩქარით მოძრაობენ. აქ უნდა ყოფილიყო დამაგრებული საგზაო ნიშნები, რომ პერიმეტრზე საგზაო ინფრაქტრუქტურის სამუშაოები მიმდინარეობს და სვლა უნდა შეანელონ. სად ჰყავს საქართველოს დასაკარგი ბიჭები. ორი ანგელოზივით ბიჭის ფერფლი გადმოვიტანეთ დანახშირებული მანქანიდან“, - ამბობს ადგილობრივი მერაბ ჯინორია.

წყარო: პრაიმტაიმი






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42